ანოტაცია
წინამდებარე ნაშრომი ეხება პედაგოგიური პრაქტიკის კვლევას, რაც არის ეფექტური საშუალება სკოლის დონეზე საგანმანათლებლო ცვლილებების დასანერგად და გასაუმჯობესებლად. საკვლევი საკითხის და პრობლემის იდენტიფიცირების შემდეგ , განისაზღვრა კვლევის ძირითადი ორიენტირი მიმართულებით: როგორ ავამაღლოთ მოსწავლეთა მოტივაცია საბუნებისმეტყველო საგნებში? გამოკვეთილი პრობლემა არის მაშტაბური ხასიათის, მისი აქტუალურობა დაკავშირებულია, აღნიშნული საგნების სასწავლად საჭირო რესურსების სიმწირესა და გამოკვლევის შედეგად მოსწავლეთა დაბალ აკადემიურ შედეგებთან. მოცემულ კვლევაში განხილულია ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ მოსწავლეთა მოტივაციაზე, გამოკვლეულია მოსწავლეთა ინტერესები და საჭიროებანი, რომელთა გათვალისწინებით პრაქტიკის კვლევის ინტერვენციები მიმართულია სასწავლო პორცესში მრავალფეროვანი მეთოდებისა და სტრატეგიების დანერგვასთან.
თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემა ფოკუსირებულია აქტიურ სწავლა-სწავლების მეთოდიკაზე, რომლის ფუნდამენტური ამოცანაა „სწავლა კეთებით“, ამის გათვალისწინებით დაიგეგმა და განხორციელდა ექსპერიმენტული და პრაქტიკული სამუშაოების ჩართვა სასწავლო პროცესში, სახალისო შემეცნებითი ღონისძიებები, კვლევითი პროექტები, ინტეგრირებული გაკვეთილები და სხვა.მოსწავლეები სარგებლობდნენ სხვადასხვა ელექტრონული პლატფორმებით, რამაც ხელი შეუწყო სასწავლო მასალის უკეთ გააზრებას, პრაქტიკაში გამოყენებას. განხორციელებული ინტერვენციების შესაბამისად გაიზარდა მოსწავლეთა მოტივაცია, რაც აისახა სასწავლო პროცესში მათ ჩართულობასა და აკადემიურ მოსწრებაზე. მოცემული კვლევა მნიშვნელოვანია, რადგან გამოკვეთილი პრობლემა მაშტაბურია, გამოკვეთილია ინტერვენციები, რომელსაც გამოიყენებენ არა მარტო სხვა ბუნებისმეტყველების, არამედ სხვა საგნის მასწავლებლებიცცოდნის ტრანსფერს, აგრეთვე, განათლებაში ტრანსფორმაციას ახალი, 21 -ე საუკუნის კომპეტენციები სჭირდება, რომლებიც ცვლიან მენტალური მოდელებს, ქცევებს, ინდივიდუალურ, სოციალურ თუ ინსტიტუციის დონეზე. მეტი ძალისხმევაა მიმართული მდგრადი ცხოვრების წესისკენ.
სასწავლო სივრცედ უკვე მხოლოდ საკლასო ოთახი და სტანდარტული ხანგრძლივობის გაკვეთილი ვეღარ გამოდგება. მთელი სკოლა. გარშემო არსებული ბუნებრივი გარემო, თემი ეკონომიკა თუ საზოგადოება უნდა გახდეს სასწავლო ლაბორატორია, საიდანაც მოსწავლეები ისწავლიან, გახდებიან ლოკალური გარემოს ექსპერტები და მიღებული ცოდნის მნიშვნელობასა და საჭიროებას ადვილად გააცნობიერებენ, რაც მათ მოტივაციასაც გაზრდის.
ჩვენი კვლევის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ხელი შევუწყოთ მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებას საბუნებისმეტყველო საგნებში და ამით ხელი შევუწყოთ მათ ჰოლისტურ განვითარებას.
წყაროები
„სტრატეგიები სწავლის მოტივაციის გასაზრდელად“ ცვატა ბერძენიშვილი 2015წ
„როგორ ავამაღლოთ სწავლის მოტივაცია“ თ. კაციტაძე.2013წ
„სწავლების ეფექტური სტრატეგიები“ თ. კაცითაძე 2013წ
„სწავლების მეთოდები და სტრატეგიები“ ს. ლობჟანიძე 2012წ
„სწავლების მოტივაციის შიდა ფაქტორები თ . ჭყოიძე. 2015წ
„მოტივაცია თეორიასა და პრაქტიკაში“ ირინა აბულაძე 2014წ
ინტერკულტურული განათლება „ ზოგადი მეთოდები და სტრატეგიები ავტ: შ. ტაბატაძე; მ. ინასარიძე; ქ. ჩაჩხიანი; 2008წ
ეროვნული სასწავლო გეგმა. 2011-2016წ
განვითარებისა და სწავლების თეორიები ავტ: ნ. ჯანაშია; ნ. იმედაძე ; ს. გორგოძე; 2008წ
„ეფექტური სწავლება სკოლაში“ ავტ: რობერტ. ჯ. მარზანო 2009წ