ანოტაცია
თანამედროვე სამყაროში, რომელშიც სულ უფრო იზრდება მონაცემთა შეგროვებასა და ანალიზზე დაფუძნებული მიდგომების მნიშვნელობა, მუდმივად ფართოვდება სოციოლოგიური კვლევების გამოყენების არეალიც. წინამდებარე მეთოდოლოგიური გზამკვლევში წარმოდგენილია სოციოლოგიური კვლევის მეთოდების პროდუქტიულად გამოყენების შესაძლებლობები უმაღლესი განათლების სფეროში. მასში განხილულია რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის მეთოდები, მათი სპეციფიკა და კვლევის ჩატარების ეტაპები.
ასევე, ცალკეული ნიმუშების სახით, წარმოდგენილია უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სფეროში კვლევის ცალკეული მეთოდების ეფექტიანი გამოყენების სტრატეგიები. გზამკვლევში განხილული სოციოლოგიური კვლევის მეთოდები ასევე პროდუქტიულად შეიძლება იქნეს გამოყენებული ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სფეროშიც.
გზამკვლევის დანიშნულებაა, დაინტერესებულ პირებს უფრო ახლოს გააცნოს სოციოლოგიური კვლევის მნიშვნელობა, კვლევის ცალკეული მეთოდები და შესძინოს საბაზისო უნარები მათი პრაქტიკულად გამოყენების მიმართულებით.
წყაროები
Kurilovas, Eugenijus. "On data-driven decision-making for quality education." Computers in Human Behavior 107 (2020): 105774.
Williamson, Ben. "Digital education governance: data visualization, predictive analytics, and ‘real-time’policy instruments." Journal of education policy 31, no. 2 (2016): 123-141.
Kaufmann, B. (Ed.). (2010). Wegweiser 2010: Qualitätssicherung an Hochschulen; Projekt Qualitätsmanagement. HRK, p. 13
European Association for Quality Assurance in Higher Education (ENQA), (2015) Standards and Guidelines for Quality Assurance in the European Higher Education Area (ESG), 1.7.
Nola, Robert; Irzik, Gürol (2006). Philosophy, Science, Education and Culture. Springer Science & Business Media. p. 175.
Steffe, L. P., & Gale, J. E. (Eds.). (1995). Constructivism in education. Psychology Press.
წულაძე, ლია. (2008). რაოდენობრივი კვლევის მეთოდები სოციალურ მეცნიერებებში, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი
წულაძე, ლია (2020). სოციოლოგიური კვლევის თვისებრივი მეთოდები, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა.
ზურაბიშვილი თინათინ. (2006), თვისებრივი მეთოდები სოციალურ კვლევაში: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი.