ანოტაცია
მონოგრაფია მომზადდა და დაიბეჭდა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგამომცემლო საგრანტო პროექტის SP-23-1155, ფარგლებში.
მონოგრაფიის გამოცემა მიზნად ისახავს საქართველოში ნობელების საქმიანობის ბაზაზე საინჟინრო მეცნიერული ცოდნის პოპულარიზაციას. მოძიებულ მასალებზე დაყრდნობით, ავტორების მიერ შედგენილია და პირველადაა წარმოდგენილი ნობელების მოღვაწეობის ამსახველი ქრონოლოგიური სქემები. ნაჩვენებია ის სამუზეუმო ექსპონატები და საინჟინრო მოწყობილობები, რომელსაც იყენებდნენ ძმები ნობელები საქართველოში პირველი სარკინიგზო და ნავთობსარეწაო მილსადენის გაყვანის დროს. განხილულია ნობელების სამეცნიერო მიღწევები, პატენტები, ნობელების ფონდი, და ნობელიანტები.
მონოგრაფიის მეორე ნაწილში წარმოდგენილია, საქართველოში მოქმედი და საერთაშორისო პერსპექტიული პროექტები, სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტირების ტექნოლოგიები, საზღვაო პორტების და ნავთობ-ტერმინალების სტრუქტურა, მახასიათებელი პარამეტრები. განხილულია, საქართველოში ძველი საბადოებიდან ნავთობის მოპოვების სირთულეები, მათი დამუშავების თანამედროვე მეთოდები. კვლევის შედეგები ასახულია სამეცნიერო სტატიებში, რომელთა ორიგინალი ელექტრონული ვერსიები წარმოდგენილია დანართის სახით.
მონოგრაფია გათვალისწინებულია სტუდენტებისათვის, სწავლების ყველა საფეხურზე. საინტერესოა ფართო აუდიტორიისთვის და მნიშვნელოვანია არა მარტო საინჟინრო, არამედ ისტორიული და ეკონომიური თვალსაზრისითაც.