ანოტაცია
მზარდი გლობალიზაციის ფონზე ჩნდება ახალი პერსპექტივები და გამოწვევები, რამაც მყარი საფუძველი ჩაუყარა რეგიონში ინოვაციური ეკონომიკის ფორმირების საკითხებს. თავისი მასშტაბებიდან გამომდინარე, ინოვაციური ეკონომიკა მსოფლიო ეკონომიკის ზრდის მნიშვნელოვან კატალიზატორად გვევლინება. ინოვაციურ ეკონომიკაზე გადასვლა არის შეუქცევადი, ხოლო ქვეყნები თავად წყვეტენ, რამდენად ეფექტიანად გამოიყენებენ ამ შესაძლებლობას. ინოვაციური ეკონომიკა სრულად რადიკალურ ინოვაციებს ეყრდნობა და შესაბამისად, მოითხოვს მართვის განსხვავებული მეთოდების გამოყენებას, როგორც ორგანიზაციული, ისე ინსტიტუციური, სოციალური, პოლიტიკური, თუ სხვა მიმართულებებით. ამგვარი პრაქტიკა დღეს საქართველოში ნაკლებად გავრცელებულია, ხოლო მისი დანერგვა მთელ რიგ სირთულებთანაა დაკავშირებული. სწორედ ამიტომ, ინოვაციური ეკონომიკის ფორმირების გავლენისა და მასზე მოქმედი ფაქტორების შესწავლა დღეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარების ინტერესებიდან გამომდინარე. სწორედ წინამდებარე მონოგრაფიული კვლევა გააცნობს მკითხველს განახლებულ ინფორმაციას რეგიონში ინოვაციური ეკონომიკის ფორმირების ძირითადი გამოწვევებისა და პერსპექტივების შესახებ.
ნაშრომის მიზანს წარმოადგენს რეგიონში ინოვაციური ეკონომიკის განვითარების ტენდენციების, პერსპექტივისა და გამოწვევების მეცნიერული შესწავლა.
კვლევის შედეგად შემუშავებული თეორიული და პრაქტიკული რეკომენდაციების მნიშვნელობა განისაზღვრება მათი გამოყენების ფართო სპექტრით სხვადასხვა დონეზე. კერძოდ, ნაშრომის შედეგები შეიძლება გამოადგეს ქვეყნის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებს ინოვაციური ეკონომიკის ფორმირებისა და სრულყოფის აქტუალური საკითხების გადაწყვეტის დროს. ამასთან, კვლევის შედეგების გამოყენება შესაძლებელია საუნივერსიტეტო სწავლებასა და კვლევების სხვადასხვა საფეხურებზე.
წიგნი განკუთვნილია ინოვაციური ეკონომიკის სფეროში მომუშავე სპეციალისტებისათვის, მეცნიერ-მკვლევრების, პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტებისათვის. ასევე აღნიშნული საკითხებით დაინტერესებული მკითხველისათვის.
წყაროები
Abashidze, I. (2017). Social media marketing as a factor contributing to the competitiveness of small businesses. Innovative Economy and Management, No. 4, 27-33. (In Georgian).
Abesadze, R. (2020). Problems of state regulation of innovative economy formation in Georgia. (In Georgian).
Absandze, T. (2022). Analytical center “Fact-Meter”. (In Georgian).
Abuselidze, G., & Mamaladze, L. (2021). The impact of artificial intelligence on employment before and during pandemic: A comparative analysis. Journal of Physics:
Conference Series, 1840(1), 012040.
Abuselidze, G., & Zoidze, G. (2021). The Gravity of Cryptocurrency and Prospects in a Post-Pandemic Economy. SHS Web of Conferences, Vol. 126, p. 04001.
Abuselidze, G. & Meladze, A. (2023). Modern State of Innovative Development of Georgia: Challenges and Prospects. Economic Science for Rural Development, No 57,
pp. 177-187.
Abuselidze, G. & Meladze, A. (2024). Innovative Customs System and its Impact on the Sustainability of the Transit Potential. European Journal of Sustainable Development,
(1), 229-248.
Abuselidze, G. & Meladze, A. (2024). Investment environment of the state and innovative strategies for its improvement. Book: Economic and Financial Security of
the State: International Aspect, pp. 314-327.
Abuselidze, G., Tsiklashvili, N., Verulidze, V., Glonti, V., Gechbaia, B., & Robitashvili, N. (2024). Challenges and Perspectives of the Startup Ecosystem for the Development
of Innovative Economy in Georgia. European Journal of Sustainable Development, 13(3), 70-90.
Abuselidze, G., & Zoidze, T. (2024). The impact of digitalization and artificial intelligence on sustainable development and energy efficiency of the Georgian banking
sector. E3S Web of Conferences, 542, 01007.
Abuselidze, G., & Zoidze, T. (2024). Digital Transformation in Georgian Banking: Trends and Current Level of Adoption. European Journal of Sustainable Development,
(4), 341-363.
Adams, A. (2018). Technology and the labour market: the assessment, Oxford Review of Economic Policy. № 3, 349-361.
Agriculture and Rural Development Strategy of Georgia 2021 – 2027 (2019). https://mepa.gov.ge/Ge/Files/ViewFile/27243 (In Georgian).
Afonso, O. (2001). The Impact of International Trade on Economic Growth. Porto, “Universidade Do Porto”.
Agricultural (2001). OECD 2001: Agricultural Finance and Credit Infrastructure in Transition Economies Focus on South Eastern Europe - Proceedings of OECD Expert
Meeting, Portoroz, Slovenia, May 2001: Focus on South Eastern Europe - Proceedings of OECD Expert Meeting, Portoroz, Slovenia.

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .