ანოტაცია
ნაშრომში „ღვიძლის სისხლძარღვების ქირურგიული ანატომია“ ხაზგასმულია ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ფორმისა და პოზიციის ვარიაბელობა, ასევე, დატოტიანების თავისებურებები და კარისა და ღვიძლის ვენების ურთიერთგანლაგება. ინტრაორგანული ძარღვების დატოტიანების მიხედვით ღვიძლი დაყოფილია სეგმენტებად.
ნაშრომში მოწოდებულია ორიგინალური განაკვეთები ღვიძლზე, შემუშავებული სისხლდენის პრევენციისა და ღვიძლში სისხლის ნორმალური მიმოქცევის შესანარჩუნებლად.
დღეისათვის მსოფლიოში წარმატებულად მიმდინარე ღვიძლის ქირურგია უპირატესად ეფუძნება გასული საუკუნის 20-50-იან წლებში შექმნილ კვლევებს, რომელთა საფუძველზეც შესაძლებელი გახდა ღვიძლის უსისხლო (ან სისხლის მინიმალური დანაკარგით) რეზექცია. ამ ტიპის კვლევების ავტორთა შორის უდავო ლიდერია ფრანგი ანატომი და ქირურგი კლოდ კუინო, თუმცა პროფესორი შამშე ქევანშიშვილიც მკვლევართა იმ მცირერიცხოვანი ჯგუფის ღირსეული წარმომადგენელია, რომელთათვისაც თანაბრად მნიშვნელოვანი იყო როგორც სისხლდენის პრევენცია ღვიძლის რეზექციის დროს, ისე რეზექციის შემდგომ დარჩენილ ნაწილში სისხლის სრულყოფილი მომარაგების შენარჩუნება. სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით, პროფესორ ქევანიშვილის მოწოდებული ორიგინალური განაკვეთები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ღვიძლის ე.წ. ატიპური რეზექციების წარმოებისას. ამ მხრივ, წარმოდგენილ მონოგრაფიას მნიშვნელობა არ დაუკარგავს და სრულად ინარჩუნებს აქტუალობას.
გარდა აღნიშნულისა, პროფესორ ქევანიშვილის მიერ აღწერილი დამატებითი კარის ვენები და კარის ვენის კოლატერალური გზები დღემდე მიიჩნევა ღვიძლის სისხლძარღვების აღწერაში შეტანილ ორიგინალურ წვლილად.
ასევე, ძალზე მნიშვნელოვანია მონოგრაფიაში დადასტურებული ფაქტი, რომ ნაღვლის ბუშტის ვენები კავშირს ამყარებს კარის ვენის მარცხენა და მერჯვენა ტოტებს შორის და ასეთმა ანატომიურმა თავისებურამ, შესაძლოა, ხელი შეუწყოს სიმსივნის მეტასტაზირებას ღვიძლის ერთი წილიდან მეორე წილში. ამ აღმოჩენას დაეფუძნა პროფესორების: შ.თოიძისა და შ.ქევანიშვილის ერთ-ერთი სახელოვანი მოწადის, პროფესორ მერაბ სარელის (იზრაელაშვილის) მიერ მოწოდებული ღვიძლის რეზექციის წესი (ორგანოს სიმსივნური დაზიანების დროს), რომელიც ნაღვლის ბუშტის პროფილაქტიკურ ამოკვეთას გულისხმობს მეტასტაზების გავრცელების პრევენციის მიზნით.
წარმოდგენილი ინგლისურენოვანი თარგმანი უწევს პოპულარიზაციას ქართველი მეცნიერის ნააზრევსა და ნამოღვაწარს, უცხოელი მკვლევარებისათვის ნათელჰყოფს კვლევის იმ მდიდარ მეთოდურ შესაძლებლობებს (ანატომიური პრეპარირება, კოროზიული პრეპარატების მომზადება, რენტგენო-ვაზოგრაფია, ბინოკულარული მიკროსკოპის ქვეშ პრეპარირება და სხვა), რომლითაც მაშინ უკვე შეიარაღებულნი იყვნენ ქართველი მორფოლოგები.
ნაშრომი საინტერესოა როგორც მორფოლოგების, ასევე, ქირურგიებისათვის. იგი მოიცავს 44 ილუსტრაციასა და 9 ცხრილს.
თარგმანის ავტორია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი გიგი გორგაძე. თარგმანი რედაქტირებულია თსსუ-ის კლინიკური ანატომიისა და ოპერაციული ქირურგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის, თამარ თურმანიძის მიერ.
რეცენზენტები: ისრაელის ხ.შიბას სამედიცინო ცენტრის წამყვანი სპეციალისტი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უცხოელი წევრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მერაბ სარელი (იზრაელაშვილი) და თსუ ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი დიმიტრი კორძაია.
წყაროები
თოიძე შ. თბილ სახ. სამედ. ინსტ. ოპერატიული ქირურგიისა და ტოპოგრაფიული ანატომიის კათედრის შრომები, 1956, I. 89-103.
იოსელიანი დ. თანამედროვე მედიცინა, 1930, II, თბილისი.
კიკნაძე ვ. ღვიძლის ვრცელი რეზექციის გავლენა სისხლწარმოქმნაზე. დის. მედ. მეცნ. დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად. თბილისი, 1957.
ქევანიშვილი შ. თბილ. სახ. სამედ. ინ-ტის შრომები. ტ. XVIII, 1958, 41-49.
ჯავახიშვილი-კომახიძე ნ. საქ. სსრ მეცნ. აკადემიის ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის შრომები. ტ. IV, 1953, 65-147.
Акилова А. Т. Труды и материалы Донецкого мединститута, 1936, 1, 20-28.
Альперович Б. И. Вестник хирургии им. И. И. Грекова, 1960, 85, 11, 127-128.
Брегадзе И. Л. Хирургия, № 3, 1957, 26-31.
Бурденко Н. Н. Материалы к вопросу о последствиях перевязки V. Portae. Дисс. Юрьев, 1909.
Валькер Ф. И. К хирургической анатомии системы воротной воны. Дисс. науч. степ. докт. мед. наук, Л., 1920.
Великорецкий А. Н. Хирургия, 1955, 5, 44-54.
Виткинд Ю. Э. Анатомические особенности печени и ее сосудов у детей. Дисс. нз канд. мед. наук, 1936.
Галушко А. Я. Резекция печени в эксперименте и клинике. Дисс. на уч. степ, доктора мед. наук, 1948.
Гудкова Е. С. К анатомин воротной вены. Дисс. на соиск. уч. степ. канд. мед. наук. Горький, 1948. - Делициева К. Н. К типовой печеночных вен. Дисс, на степ. канд. мед. наук. Саратов, 1948.
Делициева К. Н. Труды кафедры нормальной анатомии. Саратов, 1955. 1. 239-243.
Долго-Сабуров Б. А. Об окольном кровотоке в системе воротной вены. Очерки функциональной анатомии кровеносных сосудов. Л., 1961, 148-166.
Золотухин А. Рентгено-ангиология, 1934.
Иоселиани Д. Г. Типовая анатомия брюшной полости новорожденных (в кн. сбори, груд, посвящ. 40 летно научи и учебн. дент. проф. В. Н. Шевкуненко, Л., 1937).
Иоселиани Г. Д. К вопросу патогенеза и лечения симптомокомплекса. Пика. Дисс. на соиск. уч. степ, доктора мед. наук, Тбилиси, 1958.
Касайкина Т. Н. Хирургия, 1953, 7, 62-65.
Ковальский Ф. Ю. О печени у детей. Дисс. СПб, 1900.
Комахидзе М. Э. Тр. ин-та экспе. и клин. хир. и гематологии АН Груз. ССР, т. VII, 1957, 353-372.
Красуская А. А. Двойной ток воротной вены. Известия научного института им. П. Ф. Лесгафта, т. Х, 1924.
Крылова Н. 11. Казанский медицинский журнал, 1960, 4, 63-65.
Кузнецов Б. Г. Ученые записки Горьковского мед. института, 1957, 121-135.
Кулябко Б. В. Изменения в строении в воротной системы печени при нарушениях кровообращения. Л., 1940.
Кунцевич В. В. Труды Военно-мед. Акад. им. С. М. Кирова, том 38, 1947.
Летичевский Б. И. Архив анатомии, гистологии и эмбрио- логин, г. ХХ, 1939.
Лурье А. Вестник хирургии им. И. И. Грекова, 1935, 37, 106 и 107, 187-189.
Максименков А. Н. Крайние типы изменчивости системы нижней полой вены и их прикладное значение. Дис. на уч. степ. докт. мед. наук, Л., 1937.
Мампория Н. М. Микроваскуляризация печени в норме и в эксперименте. Труды Института экспер, морфологии Акад. наук Груз. ССР, т. ІХ, 1961, 95-103.
Мельников А. В. О резекции печени, Хирургия, 1, 1956, 38-17.
Михайлов Г. А. Внутриорганная топография сосудов печени, Ученые записки, т. 111, 1959, 202-209.
Морозова Т. Д. Тезисы докладов II Украинской конференции морфологов, Харьков, 1956.
Надеин А. П. и Крымгольц М. Л. Труды 1 съезда хирургов Закавказья, Баку, 1925.
Надеин А. П. и Крымгольц М. Л. Теорет. и практич.мед.,1926,1,5-6.
Нечунаев Л. М. Казанский медицинский журнал, 1958, 8, 44-51.
Огнев Б. В. и Сызганов А. Н. К хирургической апатомии печени человека, ХVIII съезд Российских хирургов, 1927.
Павлов И. П. Экковский свищ вен нижней полой и воротной и его последствия для организма. Собрание сочинений, М.-Л., 1951, 2, 210-238.
Парфентьева В. Ф. Архитектоника кровеносных сосудовпечени. Кишинев, 1960.
Степанова В. Н. Тр. в/мед. Акад. им. С. М. Кирова, 1953,50,563-579.
Тихомиров М. А. Варианты артерий и вен человеческого тела, Киев, 1899.
Тонков В. Н. Вестник рентгенологии и радиологии, т. ХХѴІ, 5-6, 1947.
Торкачева М. И. Монография, 1924.
Фейтельберг П. И. Анатомия анастомозов между воротной и нижней полой веной в подвздошных областях и по ходу вос ходящего и внсходящего отделов толстых кишок, Дисс. на степ докт. мед. наук, 1947.
Фишман Л. Г. и Кревер А. Н. Вестник рентгенологии и радиалогии, VIII, вып. 1. 1930.
Хашимов Н. Х. Архив анатомии, гистологии и эмбриологии, I 1959, 55-62.
Шевкуненко В. Н. и Максименков А. Н. Новый хир. архив, т. 36, кн. 3-4, 1930.
Шепелев М. В. Вестник хирургии им. И. И. Грекова, 1956, 4, 14-22. Экк Н. В. Военно-медицинский журнал, 1877, ХХХ, 32.
Burlet H. М. Morph. Jahrb, 1911. 42, 1-71.
Couinaud C. Presse méd., 1954, 62, 33, 709-712.
Gans H. Introduction to Hepatic Surgery. 1955.
Glisson F. Anatomia Hepatis. London, 1954.
Hocssetter F. Morph. Jahrb., 1893. 20, 543-648.
Keibel F. U. Mall F. P. Handbuch der Entwicklungsgeschichte des Menschen. Leipzig, 1911, 2.
Kremer K. u. Hilke H. Zentralblatt für Chirurgie, 1959, 31, 1225-1232. Lalanbie. Contribution à Pétude de la circulation intrahè patique. Paris, 1910.
Lewis F. T. Handbuch der Entwicklungsgeschichte des Menchen.
Herausg von Keibel F. und Mall F. P., 1, 911.
Lurie A. Ann. Surg., 1937, 105, 161-168. Referate-Zorg. f. Chir., 83, 144-145.
Melnikoffa. Zeitschrift für Anatomie und Entwicklungsgeschichte, 1294, 70.
Naboer I. F. Frankf. Zeit. Pathol., 1931, 41, 454-11; Refepate-Anat Ber., 25, 462-463.
Perren Tierl. Die Venen der Gallenblase und der extrahepatischen Gallenwege beim Menschen und Wirbeltieren. Stockholm 1933.
Popescu C. Zeitschrift fȃr Arztliche Fortbildung, 1958, 16, 672-676.
Reifferscheid M. Chirurgie der Leber. Klinik und Technik. Stuttgart. 1957.
Ruge G. Leber mit abgespaltenem, rechtem Seitenlappen. Gegenbaurs morphologisches Jahrbuch. 1913, 46, 293.
Sherlock Sc Diseases of the Liver and Biliary System 1958.
Spigel A. Dh humani corporis fabrica 1627.

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .