"დასაქმების შესახებ" კანონიდან - "დასაქმების ხელშეწყობის შესახებ" კანონამდე
PDF (English)

საკვანძო სიტყვები

კანონი ,,დასაქმების შესახებ“
კანონი ,,დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“
დასაქმების საკანონმდებლო ბაზა
ორგანიზაციული სტრუქტურა
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო
დასაქმების კერძო სააგენტო.

როგორ უნდა ციტირება

ტუღუში მ. (2024). "დასაქმების შესახებ" კანონიდან - "დასაქმების ხელშეწყობის შესახებ" კანონამდე. ეკონომიკა და ბიზნესი, 4, 189-207. https://papers.4science.ge/index.php/eab/article/view/20

ანოტაცია

დასაქმებისა და უმუშევრობის ეფექტიანი მართვა/რეგულირება ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლებისათვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, რომლის გადაწყვეტა მრავალ სირთულესთანაა დაკავშირებული. ზოგიერთი ქვეყანა, სურვილის მიუხედავად, ძირითადად საჭირო ფინანსური რესურსების უკმარისობის გამო, ამას ნაწილობრივ ახერხებს (ან ვერ ახერხებს) და მის ნეგატიურ სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებს ქვეყანაც და მოსახლეობაც მწვავედ განიცდის. იმის გამო, რომ ეს პრობლემა მრავალასპექტიანია და ერთ სტატიაში ყველა საკითხზე მსჯელობა შეუძლებელია, ყურადღება გავამახვილეთ საქართველოში, დასაქმებისა და უმუშევრობის პროცესის საკანონმდებლო დონეზე რეგულირების საკითხებზე. კერძოდ, სტატიაში დახასიათებულია საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონები ,,დასაქმების შესახებ“, ,,დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“ და გამოთქმულია მოსაზრებები მათი დადებითი მხარეებისა და ნაკლოვანებების შესახებ. ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ 2006 წელს, საქართველოს პარლმენტის მიერ, შრომის კოდექსის მიღებისას, ,,დასაქმების შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადება მძიმე შეცდომა იყო, რომელმაც საქართველოში დასაქმებისა და უმუშევრობის მართვის პროცესი მნიშვნელოვნად დააზიანა. საქართველოს პარლამენტის მიერ, 2020 წელს, ,,დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“ კანონის მიღებამ ამ სფეროში არსებული ვაკუუმი გარკვეულწილად შეავსო, მაგრამ, ავტორის აზრით, ის არაა დაზღვეული არსებითი ხასიათის ნაკლოვანებებისაგან, რაც უნდა გამოსწორდეს. სტატიაში წარმოდგენილია მოსაზრებები, რომლებიც, შეიძლება გამოყენებულ იქნეს ,,დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტის მოსამზადებლად, ასევე დასაქმებისა და უმუშევრობის პროცესის მართვა/რეგულირების ორგანიზაციული სტრუქტურის სრულყოფისათვის.

PDF (English)

წყაროები

• საქართველოს კანონი „დასაქმების შესახებ“, 2001 წ.

https://matsne.gov.ge/ka/document/view/15664?publication=6, (ბოლო ნახვა 13.09.2022)

• საქართველოს კანონი ,,დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“, 2020 წ. https://matsne.gov.ge/ka/document/view/4924109?publication=1(ბოლო ნახვა 13.09.2022)

• საქართველოს ორგანული კანონი „შრომის კოდექსი“, 2010 წ.

https://matsne.gov.ge/ka/document/view/1155567?publication=21(ბოლო ნახვა 13.09.2022)

• საქართველოს კანონი შრომითი მიგრაციის შესახებ, 2015, №3418-IIს; https://matsne.gov.ge/ka/document/view/2806732?publication=3(ბოლო ნახვა 13.09.2022);

• საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოცილური დაცვის სამინისტროს დებულება, დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის #473 დადგენილებით 2018 წ. https://matsne.gov.ge/ka/document/view/4325651?publication=0(ბოლო ნახვა 13.09.2022);

• საქართველოს მთავრობის დადგენილება #81 - ,,,დასაქმების ხელშეწყობის 2022 სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ, 2022 წ.

https://matsne.gov.ge/ka/document/view/5385740?publication=0(ბოლო ნახვა 13.09.2022)

• სსიპ-დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დებულება, დამტკიცებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 31 ოქტომბრის ბრძანებით (№01110/ნ).

https://matsne.gov.ge/ka/document/view/4690652?publication=0 (ბოლო ნახვა 13.09.2022)

• საქსტატის ინფორმაცია დასაქმებისა და უმუშევრობის შესახებ

• ტუღუში მ. (2020). დასაქმებისა და უმუშევრობის პრობლემები საქართველოში გლობალური პანდემიის ფონზე. ,,გლობალიზაცია და ბიზნესი“, #10, გვ.156-162.

მირონ ტუღუში. (2020). დასაქმებისა და უმუშევრობის პრობლემები საქართველოში გლობალური პანდემიის ფონზე. Globalization & Business, (10).

PROBLEMS OF EMPLOYMENT AND UNEMPLOYMENT ON THE GLOBAL PANDEMIC BACKGROUND IN GEORGIA. (2023). Globalization and Business, 5(10), 156-162. https://doi.org/10.35945/gb.2020.10.019

• ტუღუში მ. (2020). შრომისა და დასაქმების რეგულირების ზოგიერთი ორგანიზაციული საკითხის შესახებ . საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში შრომების კრებული, 5, 396-407.

Tugushi, M. (2020). About some organizational issues of Labor and Employment Regulation. International Scientific Conference Challenges of Globalization in Economics and Business Proceedings , 5, 396-407.

• ტუღუში მ. (2018). კანონი "დასაქმების შესახებ" - ადამიანური რესურსების მართვის საკანონმდებლო ბაზის მნიშვნელოვანი კომპონენტი. პროფესორ გიორგი პაპავას დაბადებიდან 95-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალების კრებული ეკონომიკისა და ეკონომიკური მეცნიერების განვითარების თანამედროვე ტენდენციები, 214-218. https://papers.4science.ge/index.php/pfge/article/view/5

Tugushi, M. (2018). Law ,,about employment“ - significant component of human resource management legislative base. Proceeding of Materials of International Scientific Conference Dedicated to the 95th Birth Anniversary of Professor George Pagava: Modern Tendencies of Development of Economy and Economic Science, 214-218. https://papers.4science.ge/index.php/pfge/article/view/5