ტურიზმის პროფესიული განათლების სისტემის მდგომარეობა საქართველოში
ანოტაცია
მომავალში ტურიზმის სფეროს წარმატება დიდწილად ტექნოლოგიებთან ერთად დამოკიდებული იქნება ადამიანურ ფაქტორზე. განათლებას და სპეციალისტების მომზადებას თანამედროვე დონეზე შეუძლია ტურიზმი აქციოს მსოფლიო ეკონომიკის ერთ–ერთ კონკურენტუნარიან სფეროდ.
ბოლო წლებში ჩატარებული კვლევებიდან ჩანს, რომ ტურიზმის სფეროს მუშაკთაგან ზოგიერთს საერთოდ არა აქვს სპეციალური უმაღლესი განათლება, ან განათლება მიღებული აქვს მოკლევადიან კომერციულ კურსებსა და სემინარებზე, რაც მაღალი სტანდარტებით მომსახურებისათვის არ არის საკმარისი. ტურიზმში პროფესიული კადრების საკმაოდ დიდი ოდენობა დაბალკვალიფიციურია, რაც ამცირებს დარგის შრომის ნაყოფიერებას.
საქართველოში არსებული უმუშევრობის მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად, ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში კვალიფიციური და გამოცდილი კადრების ნაკლებობა აღინიშნება – ტურისტული კომპანიები, სასტუმროები, რესტორნები, ატრაქციები, სატრასპორტო კომპანიები და ა.შ. საჭიროებენ პროფესიულ კადრებს.
ნაშრომის მიზანია საქართველოში, ტურიზმის განათლების სფეროში ევროკავშირის შესაბამისი პოლიტიკისა და პრაქტიკის დანერგვისთან - უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებისა და სახელმძღვანელო პრინციპების მოთხოვნების დაახლოვებასთან დაკავშირებული რეკომენდაციების განხორციელების დღევანდელი მდგომარეობის განხილვა.
კვლევის ამოცანებს წარმოდგენს: საქართველოში, ტურიზმის პროფესიული განათლების სისტემაში არსებული ხარვეზებისა და პრობლემების კვლევა და ტურიზმის საგანმანათლებლო სისტემაში მიმდინარე რეფორმების ანალიზი.
წყაროები
მეტრეველი მ., “ტურიზმისა და მასპინძლობის საფუძვლები”, ფავორიტი სტილი, თბ., 2017
მეტრეველი მ., “გარემო და ეკოტურიზმის მენეჯმენტი“, ფავორიტი პრინტი, თბ., 2012
მეტრეველი მ., “განათლების სისტემის განვითარების ტენდენციები მსოფლიოსა და საქართველოს ტურიზმში“, გორის სასწავლო უნივერსიტეტის მესამე საერთაშორისო კონფერენცია - განათლება და განვითარება“, მოხსენებათა კრებული, 2010, გვ.: 109-114
“განათლებისა და მეცნიერების ერთიანი სტრატეგია 2017-2021
საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია “საქართველო 2020“, http://www.economy.ge/uploads/ecopolitic/2020/saqartvelo_2020.pdf
M. Metreveli, “Importance of education on the sustainable development of tourism in Georgia”, World Organization of Systems and Cybernetics, WOSC-2017 Congress “Science with and for Society: Contributions of Cybernetics and Systems”, University of Sapienza, Rome, Italy, 2017
Сакун Л.В.,Теория и практика подготовки специалистов сферы туризма в развитых странах мира, Монография. - К.: МАУП, 2004
М. Метревели, “Подготовка кадров в сфере туризма в странах евросоюза и в Грузии”, 2010