Covid 19 და მისი გავლენა სასტუმრო ბიზნესზე

ავტორები

  • მარინა მეტრეველი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავტორი
  • თინათინი დოლიძე ავტორი

ანოტაცია

COVID-19-ის პანდემია ახალი გამოწვევა აღმოჩნდა არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნისთვის. ეკონომიკის დარგებიდან, ყველაზე მეტად ტურიზმის სფერო დაზარალდა. კერძოდ, სასტუმრო ბიზნესი სრულ კოლაფსში აღმოჩნდა, შესაბამისად, შემცირდა დასაქმებულთა რაოდენობა და სახელმწიფო საბიუჯეტო შემოსავლებიც.

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მცირე და საშუალო ზომის  სასტუმროები მრავალი პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ - უნდა გადაეხადათ გადასახადები, გაესტუმრებინათ საკრედიტო დავალიანებები ბანკებისთვის და საფინანსო ვალდებულებები პარტნიორებისთვის, შეენარჩუნებინათ სამუშაო ადგილები და სისრულეში მოეყვანათ მომსახურების ახალი ნორმები და რეგულაციები. მსგავსი გამოწვევა  საქართველოს სასტუმროებს ჯერ არ ჰქონიათ.

ნაშრომის კვლევის მიზანს წარმოადგენს ახალი COVID-19-ის ნეგატიური ზეგავლენა სასტუმრო ბიზნესზე, ჯავშნების გაუქმების ტენდენციის ქრონოლოგია და კრიზისის დაძლევის მექანიზმების კვლევა და ანალიზი.

კვლევის ამოცანას  წარმოადგენს პანდემიის დროს სასტუმროებზე მოთხოვნის შემცირების ანალიზი და მიღებული ზარალის იდენტიფიცირება.

ავტორის ბიოგრაფია

  • მარინა მეტრეველი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

    ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორი

წყაროები

მეტრეველი მ. ტურიზმის ბიზნესი. გამომც. ,,ფავორიტი პრინტი“. 2011, თბილისი.

მეტრეველი. მ. ტურიზმის ეკონომიკა და პოლიტიკა. გამომც. „ფავორტი პრინტი“. 2011, თბილისი.

სამუშაო ძალის სტატისტიკა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. 2012, თბილისი. გვ. 1-2

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, სტატისტიკა, 2020

http://www.businessdictionary.com/definition/talent.html უკანასკნელად გადამოწმებულ იქნა 01.02.2019

http://www.geostat.ge/?action=page&p_id=2770&lang=geo უკანასკნელად გადამოწმებულ იქნა 01.06.2020

https://www.booking.com/

https://forbes.ge/news/3662/turizmis-wili-ekonomikebSi

https://www.ncdc.ge/Pages/User/News.aspx?ID=0bfb5084-0108-4b9a-9b96-4d796359f1be

17.https://www.moh.gov.ge/ka/news/5096/?fbclid=IwAR3POzmgAmm-K1kpj1isM58gKuDEl36DxnzN1L2gji79eSFPOmh01Mg_1kg

https://www.moh.gov.ge/uploads/files/2020/Failebi/Jandacvis_ministris_brdzaneba_N_01-227.pdf

https://www.geostat.ge/ka/order/22 უკანასკნელად გადამოწმებულ იქნა 01.06.2020

https://www.facebook.com/giorgi.dolidze.56/posts/3054526531274846

21.https://www.travelline.ru/blog/6-sovetov-dlya-oteley-chto-delat-v-usloviyakh-ekonomicheskogo-spada/

https://www.hospitalitynet.org/opinion/4097392.html

https://www.hospitalitynet.org/opinion/4098988.html

https://stopcov.ge/Content/files/govermant--report.pdf

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2020-06-28

გამოცემა

სექცია

Articles

როგორ უნდა ციტირება

Covid 19 და მისი გავლენა სასტუმრო ბიზნესზე. (2020). საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები“. მოხსენებათა კრებული, 4(2), 326-329. https://papers.4science.ge/index.php/confproc/article/view/229