ტურისტული დესტინაციის უსაფრთხოება, როგორც საწარმოო და რეკრეაციული საქმიანობის შეხამების შედეგი

Authors

  • მარინა მეტრეველი Author
  • თამარ მესხიშვილი Author

Abstract

ტურიზმის თანამედროვე ინდუსტრიაში ჯერჯ-ერობით არ არსებობს უსაფრთხოების უნივერსალური კონცეფცია, რომელიც უნდა მოიცავდეს და ახასიათებდეს აქტიური და პასიური ტურიზმის დუალისტურ ბუნებას. პასიური ტურიზმის თვალსაზრისით, უსაფრთხოება დაიყვანება ორ ძირითად პოზიციამდე, ესაა იურიდიული და ეკონომიკური, რომელთაგან აიგება შუამავალი ტურისტული ფირმების  პასუხისმგებლობა; ამდენად ტურიზმის უსაფრთხოება შეიძლება განვმარტოთ, როგორც ფირმების მიერ შეთვაზებული რეალური მომსახურების შესაბამისობა სახელმწიფოს ან/და საერთაშორისო ფირმების მიერ შეთავაზებულ და დადგენილ მომსახურების დონეებთან. აქტიურ ტურიზმში უსაფრთხოება, როგორც წესი, განიხილება უფრო მარტივად, ძირითადად „უსაფრთხოების ტექნიკის“ დონეზე; სხვა სიტყვებით – ეს არის მარშრუტზე ქცევის უმარტივესი წესების ნაკრები, რომელიც მხედველობაში ღებულობს გარე საფრთხეების ფაქტორებსა და გარემო მდგომარეობის ყველაზე ტიპიურ, გასაშუალოებულ ცვლილებათა ნაკრებს.

მთლიანობაში უსაფრთხოების პრობლემა და მისი ორმაგი ბუნება არ არის ბოლომდე შესწავლილი და ამის მიზეზს პრობლემის მასშტაბურობა წარმოადგენს, ხოლო რაც შეეხება პრობლემის ნაწილს – აქტიურ ტურიზმს, აქ საქმე გვაქვს მისი ხელოვნურად გამარტივების მცდელობასთან.

ნაშრომის მიზანია ბუნებაზე ანთროპოგენული ზემოქმედების საფრთხეების განხილვა. კვლევის ამოცანებს წარმოდგენს: დესტინაციის ტურისტული უსაფრთხოების, როგორც საწარმოო და რეკრეაციული საქმიანობის შეხამების შედეგის კვლევა და ტურისტული საქმიანობის უსაფრთხოების, როგორც ტურიზმის სტრუქტურის შემადგენელი ნაწილის განხილვა.

References

საქართველოს კანონი ტურიზმისა და კურორტების შესახებ, თავი I, ზოგადი დებულებები; მუხლი 2; პუნქტი 1; 1997

http://www.economy.ge/uploads/kanonmdebloba/turizmi/turizmis_kanoni.pdf უკანასკნელად იქნა გადამოწმებული 18.01.2018

ბიჟაკოვი მ., „ტურიზმის ეკონომიკური უსაფრთხოებ“, ფავორიტი პრინტი, თბ., 2014

Avert, 2011. HIV and AIDS in Africa. Available from: http://www.avert.org/hiv-aidsafrica.htm. retrieved on 14 February 2011. Biology-online, 2010.

Business Dictionary, 2011. Developed Countries. Available from: http://www.businessdictionary.com/definition/developed-countries.html უკანასკნელად იქნა გადამოწმებული 18.01.2018

Sawtooth Software, 2011. Avaliable from: http://www.sawtoothsoftware.com/ უკანასკნელად იქნა გადამოწმებული 18.01.2018

Dunk,F.G.(2013).The integrated approach-regulating private human spaceflight as space activity, aircraft operation, and high-risk adventure tourism. Acta Astronautica,92(2),199–208 Emanuelli, M. (2013, 24 September).

Destinationspace:Making science fictiona reality. London, England: VirginBooks. Klemm,G.,& Markkanen,S.(2011).Spacetourism:Will we all become astronauts? In A. Papathanassis (Ed.), The long tail of tourism (pp. 95–103).

Published

2025-06-05

Issue

Section

Articles

How to Cite

ტურისტული დესტინაციის უსაფრთხოება, როგორც საწარმოო და რეკრეაციული საქმიანობის შეხამების შედეგი. (2025). International Scientific Conference of Faculty of Business Technologies of Georgian Technical University "Globalization and Modern Business Challenges". Proceedings, 2(1), 168-172. https://papers.4science.ge/index.php/confproc/article/view/232