ანოტაცია
3D მოდელირების ტექნოლოგიები თანამედროვე სამყაროში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ როგორც სამეცნიერო, ასევე საინჟინრო და სასწავლო პროცესებში. კვლევის ფარგლებში შემუშავებულია 3D გეომეტრიული აღწერების გამარტივების მეთოდი, რომელიც მოიცავს ობიექტების ოპტიმიზაციას, პოლიგონების რაოდენობის შემცირებას და ა.შ. შედეგებმა აჩვენა, რომ ATLAS დეტექტორის მოდელების გამარტივება შესაძლებელი გახდა 94%-ით ობიექტების და 98%-ით პოლიგონების თვალსაზრისით, ვიზუალური სიზუსტის შენარჩუნებით. აღნიშნული მიდგომა უზრუნველყოფს მოდელების ეფექტურ გამოყენებას ვირტუალურ და ვებ-ვიზუალიზაციის აპლიკაციებში.
კვლევის მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ ვიზუალიზაციის მაღალი ხარისხის შენარჩუნება და ოპტიმიზაცია ერთდროულად იშვიათად მიიღწევა. წარმოდგენილი მეთოდოლოგია გვიჩვენებს, როგორ შეიძლება რთული სამეცნიერო მონაცემები გარდაიქმნას უფრო ხელმისაწვდომ და ეფექტურ ვებ აპლიკაციებად.
წყაროები
ალექსანდრე ალიხანოვი. “3D გეომეტრიული აღწერების დამუშავების მეთოდები ვიზუალიზაციის აპლიკაციებისთვის”. სტუ. 2025
ბესიკ კეკელია, ალექსანდრე ალიხანოვი. 3D გეომეტრიული აღწერების გამარტივების მეთოდების დამუშავება ვიზუალიზაციის აპლიკაციებისთვის. საგამომცემლო სახლი “ტექნიკური უნივერსიტეტი”, 2024. ISBN 978-9941-512-80-3
Laurie Annis. Blender 3D for Jobseekcers. 2023
Jerald, Jason. The VR Book: Human-Centred Design for Virtual Reality. 2016
Loeb, Arthur L. Polyhedra: Surfaces or solids.2013