ანოტაცია
ინგლისური ენის შესწავლა არ არის მხოლოდ გრამატიკული წესებისა და ლექსიკური ერთეულების დაუფლება, იგი წარმოადგენს ღრმა პროცესს, რომელზეც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სტუდენტთა მოტივაცია, ემოციური მდგომარეობა და თვითეფექტურობის განცდა. ხშირია შემთხვევები, როდესაც სტუდენტები აწყდებიან ისეთ სირთულეებს, როგორიცაა შფოთვა, შეცდომის დაშვების შიში ან დაბალი თვითრწმენა, რაც ზღუდავს მათ ჩართულობასა და პროგრესს სწავლის პროცესში.
მოცემული კვლევა განიხილავს ფსიქოლოგიური ფაქტორების დაძლევის პრაქტიკულ სტრატეგიებს, რომლითაც შესაძლებელია აღნიშნული სირთულეების დაძლევა. კვლევა ეფუძნება Gardner-ის, Krashen-ის, Vygotsky-ს, Deci და Ryan-ის, ასევე MacIntyre-ის თეორიულ საფუძვლებს, საკლასო პროცესის დეტალურ დაკვირვებებსა და შემთხვევებზე დაფუძნებულ ანალიზს ეკონომიკის ფაკულტეტის პირველკურსელ სტუდენტთა (A2 დონის ინგლისური) მაგალითზე. მიღებული შედეგები ცხადყოფს, რომ ფსიქოლოგიურ ასპექტებზე გათვლილი, მხარდაჭერითი და ჩართულობაზე ორიენტირებული სასწავლო გარემო ხელს უწყობს სტუდენტების აქტიურობას, სტუდენტების ავტონომიურობის გაზრდას, მზაობას და მათ თანდათან გარდაქმნას ინგლისური ენის თავდაჯერებულ შემსწავლელებად. საბოლოო ჯამში, ნაშრომი ადასტურებს, რომ სწავლის ფსიქოლოგიურ განზომილებებზე ყურადღების გამახვილება არა მხოლოდ აუმჯობესებს ენობრივ კომპეტენციას, არამედ ანვითარებს ისეთ ფსიქოლოგიურ ფაქტორებს, როგორიცაა თვითდაჯერებულობა, მოტივაცია და პიროვნული და აკადემიური განვითარებისადმი ხანგრძლივ სწარაფვას.
წყაროები
Bandura, A. (1997). Self-efficacy: The exercise of control. Freeman.
Deci, E. L., & Ryan, R. M. (1985). Intrinsic motivation and self-determination in human behavior. Springer.
Dörnyei, Z. (2001). Motivational strategies in the language classroom. Cambridge University Press.
Ellis, R. (2008). The study of second language acquisition (2nd ed.). Oxford University Press.
Gardner, R. C. (1985). Social psychology and second language learning: The role of attitudes and motivation. Edward Arnold.
Horwitz, E. K. (1986). Preliminary evidence for the reliability and validity of a foreign language anxiety scale. TESOL Quarterly, 20(3), 559–562.
Krashen, S. D. (1982). Principles and practice in second language acquisition. Pergamon Press.
MacIntyre, P. D., & Gardner, R. C. (1991). Methods and results in the study of anxiety and language learning. Language Learning, 41(1), 85–117.
Oxford, R. (1990). Language learning strategies: What every teacher should know. Newbury House.
Vygotsky, L. S. (1978). Mind in society: The development of higher psychological processes. Harvard University Press.