ტელეკომუნიკაციის მართვის სისტემის ფუნქციონალურ ბლოკებს შორის ეკონომიკური პარამეტრებისა და მონაცემთა კლასიფიკაცია
ანოტაცია
ნაშრომში განხილულია უმნიშვნელოვანესი ნიშნები, რომელთა მიხედვითაც ხორციელდება ინფორმაციული ნაკადების (მონაცემების) კლასიფიკაცია, იმ შემთხვევაში, როცა განიხილება კავშირები მართვის სისტემის ფუნქციონალურ ბლოკებს შორის, შესამჩნევია, რომ ერთ ფუნქციონალურ ნაწილში ცვლილება იწვევს მის სხვა ნაწილში გარკვეულ ცვლილებას, მაგრამ ეს არ მოქმედებს მათ შორის კავშირის არსებობაზე. როცა მართვის სისტემა წარმოადგენს საინფორმაციო სისტემას, მასში კავშირებიც ინფორმაციულ ხასიათს ატარებეს. სატელეკომუნიკაციო სისტემების და ქსელების განზოგადებული სტრუქტურა იძლევა იმის საშუალებას, რომ მომსახურეობის ეს სფერო, მომხმარებელთათვის და ნებისმიერი დარგის მმართველი გუნდისთვის ხელმისაწვდომი და გასაგები იყოს, თუ როგორ შეიძლება წარმოდგენილი იყოს კლასიფიკაციების ერთ სივრცეში ფუნქციონალური ბლოკები, განზოგადებული სტრუქტურა კი წარმოდგენილია, როგორც ერთიანი სივრცის დამაკავშირებელი სხვადასხვა ფუნქციონალური რგოლები.