გადაცემის სტრატეგიები ტურბო-კოდირებული კოოპერაციისთვის
ანოტაცია
შესწავლილია კოდური კოოპერაცია, რომელშიც კოოპერაციული კომუნიკაცია ინტეგრირებულია ხელშეშლამდგრად კოდირებასთან. აქ თითოეული მომხმარებელი ცდილობს გადასცეს დამატებითი სიჭარბე თავის პარტნიორს, ხოლო როდესაც ეს შეუძლებელია, მომხმარებლები ავტომატურად უბრუნდებიან არა-კოოპერაციულ რეჟიმს. განიხილება გადაცემა აპლინკში, სადაც ორ მომხმარებელი თანამშრომლობს და დაკავშირებულია ერთ საბაზო სადგურთან. ამ მომხმარებლებს აქვთ ორთოგონალური არხები. ვვარაუდობთ, რომ თითოეული მომხმარებლის არხი იყოფა ორ დროით სლოტად და კოოპერაციის სქემისთვის მომხმარებლები ყოველთვის იყენებენ პირველ სლოტს საკუთარი კოდური სიტყვის ნაწილის გადასაცემად. მეორე სლოტისთვის არსებობს ორი შესაძლებლობა: ან გადაიცემა პარტნიორის შეტყობინების ნაწილი, თუ მომხმარებელმა შეძლო მისი პირველი ნაწილის დეკოდირება, ან სხვაგვარად ის აგზავნის საკუთარი კოდური სიტყვის სხვა ნაწილს. კომპიუტერული სიმულაციებისთვის ვიყენებთ ტურბო კოდს, რომელიც დაფუძნებულია ორ ხვევად კოდზე. განხილულია ორი ვარიანტი: პირველ სქემაში, რომელსაც აღვნიშნავთ cc-ით, ჩვენ ვიყენებთ პირველი ხვევადი კოდის საინფორმაციო ბიტების ნაწილს და სიჭარბის შემცველი ბიტების ნაწილს, როგორც პირველ ნაწილს, ხოლო მეორე ხვევადი კოდის სიჭარბეს, როგორც მეორე ნაწილს. მეორე სქემისთვის, სახელწოდებით punct, პირველი შეტყობინების ნაწილი არის პერფორირებული კოდის სიტყვა, ხოლო მეორე ნაწილი შედგება პერფორირებული (ამოგდებული) სიმბოლოებისგან. კომპიტერული სიმულაციით გამოკვლეულია ბიტზე შეცდომის ალბათობას სხადასხვა სიგნალ/ხელშეშლის ფარდობისათვის. ნაშრომის ბოლოს წარმოდგენილია განხილული კოდური კოოპერაციის გამოყენების ერთ-ერთი პრაქტიკული შემთხვევა.
წყაროები
Janani M., Hedayat A., Hunter T., Nosratinia A. Coded cooperation in wireless communications: space-time transmission and iterative decoding. IEEE Trans. Signal Proces., vol. 52, #2, pp. 362–371, Feb. 2004.
Laneman J., Tse D., Wornell G.W. Cooperative diversity in wireless networks: Efficient protocols and outage behavior. IEEE Trans. Inf. Theory, vol. 50, #12, pp. 3062–3080, Dec. 2004.
Hunterand N., Nosratinia A. Diversity through coded cooperation. IEEE Trans. Wireless Commun., vol. 5, #2, pp. 283–289, Feb. 2006.
Kim S. Cooperative Concatenated Coding in Multi-Hop Multiple Access Relay Networks. IEEE Trans. Commun., vol. 58, no. 11, pp. 3305–3316, Nov. 2010.
Najm E., Yates R., Emina Soljanin. Status updates through M/G/1/1 queues with HARQ. In Proc. 2017. IEEE International Symposium on Information Theory (ISIT), Aachen, Germany, 25-30 June 2017, pp. 131-135.
Sac H. et al. Age-Optimal Channel Coding Blocklength for an M/G/1 Queue with HARQ. In Proc. 2018. IEEE 19th International Workshop on Signal Processing Advances in Wireless Communications (SPAWC), Kalamata, Greece, 25-28 June 2018, 5 pages.