ანოტაცია
სტატიაში წარმოდგენილია თანამედროვე ბიზნეს-ანალიტიკის სისტემების ანალიზი. აღნიშნულია, რომ BI-სისტემების გამოყენება მნიშვნელოვნად ზრდის მმართველობითი გადაწყვეტილებების ეფექტიანობას. დახასიათებულია BI-სისტემების ფუნქციები, ძირითადი ინსტრუმენტები. ამასთან ერთად აღნიშნულია, რომ თითოეულ სისტემას გააჩნია თავისი მაჩვენებლები, და ორგანიზაციამ კარგად უნდა შეისწავლოს ისინი რათა განახორციელოს სწორი არჩევანი. ნაშრომში წარმოდგენილია ის ძირითადი პარამეტრები და მახასიათებლები, რომელთა მეშვეობით შესაძლებელია BI-ტიპის სისტემების დახასიათება და რომელთა საშუალებით ორგანიზაციებს შეუძლიათ მიიღონ დასაბუთებული გადაწყვეტილებები იმ BI ინსტრუმენტის შესარჩევად, რომელიც საუკეთესოდ შეესაბამება მათ ოპერაციულ და ანალიტიკურ მოთხოვნებს.
დახასიათებულია ძირითადი ანალიტიკური ინსტრუმენტები მათი ფუნქციონალური მახასიათებლები, რომელთა გამოყენებაც მნიშვნელოვნად ზრდის სტრატეგიული და ტაქტიკური გადაწყვეტილებების ეფექტიანობას, ასევევ ძირითადი უპირატესობები და ამოცანები, რომლებიც გადაიჭრება BI-სისტემების დახმარებით. ჩატარებულია ლიდერი BI-სისტემების ანალიზი და გამოყოფილია მათი კონკურენტული უპირატესობები.
წყაროები
Luminita Hurbean, Florin Militaru, Valentin Partenie Munteanu, Doina Danaiata. Doina Fotache, Mihaela Muntean, Assessing the Influence of Business Intelligence and Analytics and Data Driven Culture on Managerial Performance: Evidence from Romania, 2025. https://doi.org/10.3390/systems13010002.
მ. თევდორაძე, ი. გიაშვილი, თ.ასათიანი, BI-სისტემების თანამედროვე მდგომარეობა და მომავალი ტენდენციები. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 და იმს ფაკულტეტის 65 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის „ინოვაციები და თანამედროვე გამოწვევები 2022“ შრომათა კრებული. ISBN 978-9941-28-944-6, 18-19.11.2022. გვ. 246-250.
მ. თევდორაძე, ი. გიაშვილი, თ.ასათიანი, მონაცემთა საცავების გავლენა BI-ის და ბიზნესის ეფექტიანობაზე. საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის „თანამედროვე გამოწვევები და მიღწევები ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში - 2023“ შრომათა კრებული. ISBN 978-9941-512-06-3. 12-13.10.2023. გვ. 298-305.
Andres Fortino, PhD. Data Mining and PreDictive analytics for Business Decisions. s.l. : Mercury Learning and inforMation LLC., 2023. ISBN: 978-1-68392675-7.
Solange Flatt „Tableau vs Power BI: A Comparative Analysis of Core Business Intelligence Use Cases“, https://www.argusa.ch/insights/tableau-vs-power-bi-a-comparative-analysis-of-core-business-intelligence-use-cases
Montserrat Jiménez-Partearroyo, Ana Medina-López, Leveraging Business Intelligence Systems for Enhanced Corporate Competitiveness: Strategy and Evolution, 2024. https://DOI: 10.3390/systems12030094.
Emerald Insight Business Intelligence and Its Impact on Decision Making, 2023. https://doi.org/10.1108/S1569-37592023000111C014