ანოტაცია
კომპიუტერების განვითარების საწყის ეტაპებზე ინტერფეისების სფეროში უპირატესობა ინფორმაციის პარალელურ გადაცემას ენიჭებოდა, ხოლო სალტის გამტარუნარიანობის ზრდა მისი თანრიგიანობის და სამუშაო სიხშირის ზრდით მიიღწეოდა. თუმცა ინტერფეისების განვითარების თანამედროვე ეტაპზე პარალელური ინტერფეისების მიმდევრობითი ინტერფეისებით ჩანაცვლების ტენდენციაა გამოკვეთილი.
სტატიაში განხილულია თანამედროვე ინტერფეისების განვითარების ტენდენციები. გაკეთებულია თანამედროვე პარალელური და მიმდევრობითი სალტეების შედარებითი ანალიზი. გაკეთებულია დასკვნა როგორც სისტემური, ასევე სპეციალიზირებული ერთგამტარიანი ინტერფეისების მიმდევრობითი დაბალვოლტიანი დიფერენციალური სალტეებით ჩანაცვლების მიზანშეწონილობის შესახებ.
თანამედროვე ინტერფეისების განვითარების კიდევ ერთ ტენდენციას მათი უნიფიკაცია და სტანდარტიზაცია წარმოადგენს. სტატიაში წარმოდგენილია შესაბამისი მაგალითი და ხელსშემშლელი ფაქტორები, რაც აფერხებს ინტერფეისების რაოდენობის შემცირებას და შესაბამისად კომპიუტერის არქიტექტურის გამარტივებას.
წყაროები
ა. ბენაშვილი, ს. სულხანიშვილი. კომპიუტერის სტრუქტურული ორგანიზაცია. თბ. „საქართველოს უნივერსიტეტი“. 2020.
ა. ბენაშვილი, გ. ბენაშვილი. პერსონალური კომპიუტერის არქიტექტურა. მე-3 გამოცემა. I ნაწილი. თბ. „საქართველოს უნივერსიტეტი“. 2017.
Upgrading and Repairing PCs 22th Edition Scott Mueller. 2015.
https://circuitdigest.com/article/rs232-serial-communication-protocol-basics-specifications
https://www.pcmag.com/encyclopedia/term/pci-express
https://www.techtarget.com/searchstorage/definition/Serial-ATA
https://www.intel.com/content/www/us/en/support/articles/000094185/processors.html