მომხმარებელთა მოთხოვნები განთავსების ობიექტებში ქართული კულტურის მიმართულებით

ავტორები

  • მარინა მეტრეველი ავტორი
  • თამარ ბარნოვი ავტორი
  • თორნიკე ანთაძე ავტორი

ანოტაცია

ტურისტული განთავსების ობიექტებსა და სასტუმრო ბიზნესში კულტურის გავლენის შესახებ კვლევა მნიშვნელოვანია თანამედროვე გლობალიზებულ და კულტურულად მრავალფეროვან სამყაროში. XX საუკუნიდან განთავსების ობიექტების დიზაინში, მომსახურებასა და საერთო კონცეფციაში კულტურის გააზრება და ჩართვა აუცილებელი ხდება, „კულტურულად მომთხოვნი’’ ტურისტებისა და მოგზაურების მიზიდვისა და დაკმაყოფილებისთვის.

წარმოდგენილი კვლევის ერთ-ერთი მთავარი ასპექტია კულტურის მნიშვნელობის ანალიზი განთავსების ობიექტების კონცეფციაში. ურთიერთდაკავშირებულ სამყაროში, სადაც სხვადასხვა წარმომავლობისა და კულტურის ადამიანები მოგზაურობენ და ეძებენ დროებითი განთავსების ობიექტებს, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პროვაიდერებისთვის კულტურული მრავალფეროვნების გათავისებას და საკუთარი კულტურის ასპექტების პოპულარიზებას.

ნაშრომის მიზანია გამახვილდეს ყურადღება ქართული კულტურის გავლენაზე განთავსების ბიზნესში. აღნიშნული ასპექტი აქტუალურია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომლებიც ცდილობენ კულტურის ინტეგრაციას განთავსების კონცეფციებში. ქართული კულტურის, მისი მოტივების, არქიტექტურული სტილისა და ისტორიული ღირსშესანიშნაობების მნიშვნელობის შესწავლით, წარმოდგენილი ნაშრომი ხაზს უსვამს ადგილობრივი კულტურული მემკვიდრეობის გამოყენების პოტენციალს სტუმრების გამორჩეული და დასამახსოვრებელი გამოცდილების შესაქმნელად.

ნაშრომის ამოცანაა შეისწავლოს განთავსების ობიექტებში კულტურული ინტეგრაციის შესახებ მომხმარებელთა მოთხოვნები და შთაბეჭდილებები. კვლევით მიღებულია ემპირიული შეხედულებები იმის შესახებ, თუ რას აფასებენ სტუმრები კულტურული ინტეგრაციის თვალსაზრისით.

წყაროები

ბერაძე მ. ქართული სამზარეულო, 2010 (3-9)

მეტრეველი მ. ტურიზმის ბიზნესი, 2011 (12-32)

მეტრეველი მ. ტურიზმის ბიზნესი (ინდუსტრია, მენეჯმენტი, მარკეტინგი), 2011 (461-476)

მეტრეველი მ. ტურიზმის ეკონომიკა და პოლიტიკა 2011 (17-28)

ქართული კულტურა და ტრადიციები - ქართული სტუმართმოყვარეობა http://saqartvelo2016.blogspot.com/p/blog-page_8.html (გადამოწმდა: 25.03.2024)

უილ კოლდუელი. ევროპის საქალაქო ტურების 10 საუკეთესო ალტერნატივა“//

„გარდიანი“, 2016

ბაუერსოქსი, დ., კლოსსი, დ. ჰელფერიკი, ო. ლოჯისტიკის მენეჯმენტი, მე-3 გამოცემა,

ნიუ-იორკი: მაკმილლანის გამომცემლობა, 2009

ბულლი, ა., „მოგზაურობისა და ტურიზმის ეკონომიკა“, ლონდონი, პიტმანის

გამომცემლობა, 2001

ბურკარტი, ა., ტურიზმი: წარსული, აწმყო, მომავალი, ლონდონი, 2017

ჰოლოვეი, ჯ., რობინსონი, ჩ., ტურიზმის მარკეტინგი, ჰარლოუ, ლონგმანის გამომცემლობა, 2015

რაპპორტი, ბ., ტურიზმის სახელმწიფო სამდივნო, საფრა გეთი, 2017

შავიანიძე დ. ქართული წეს-ტრადიციები და ეკონომიკა, 2013 (1-3)

ცატავა დ. გასტრონომიული ტურიზმი და გასტრონომიული ტურისტი, 2016 (1-9)

Angelini L. Cultural tourism development and the impact on local communities, 2020 (20-23) https://e-publishing.cern.ch/index.php/CIJ/article/view/1054

Eldeen A. Exploring the Growing Importance of Cultural Diversity: Case Studies of the Hospitality Industry, 2022 (1-15)

https://www.athensjournals.gr/tourism/2022-9-4-4-Eldeen.pdf

Heri S. The Effect of Culinary Knowledge and Culinary Experience on Local Culinary Attractiveness, 2019 (29-33)

https://www.researchgate.net/publication/340784229_The_Effect_of_Culinary_Knowledge_and_Culinary_Experience_on_Local_Culinary_Attractiveness

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-09-10

გამოცემა

სექცია

Articles

როგორ უნდა ციტირება

მეტრეველი მ., ბარნოვი თ., & ანთაძე თ. (2024). მომხმარებელთა მოთხოვნები განთავსების ობიექტებში ქართული კულტურის მიმართულებით. გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევბი, 217-222. https://papers.4science.ge/index.php/gccb/article/view/238