ანოტაცია
საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების ეფექტიანი მართვა ნებისმიერი ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი ამოცანაა. განვითარებული ქვეყნები, მდიდარი გამოცდილების საფუძველზე, მის გადაწყვეტას შედარებით იოლად ახერხებენ. ბევრად უფრო რთული მდგომარეობაა პოსტსაბჭოურ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც, სადაც, რამდენიმე ათეული წელია, რაც საბაზრო ურთიერთობების დამკვიდრება დაიწყო და საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის გამოცდილებაც მწირია. მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს ის გარემოება, რომ ქართული საჯარო სამსახური, ტრადიციულად, ზედმეტადაა გაჯერებული კადრებით.
სტატიაში მოკლედ განხილულია საჯარო სამსახურის არსი, ადამიანური რესურსების მართვის თავისებურებები, პრინციპები. ყურადღება გამახვილებულია „საჯარო ინტერესების უზენაესობის“ პრინციპზე, რომელიც გულისხმობს, რომ საჯარო სამსახურში დასახული მიზნები მიღწეულ უნდა იქნეს ყველა სახის რესურსის, რაც შეიძლება ნაკლები დანახარჯებით.
გაანალიზებულია საქართველოს საჯარო სექტორში ადამიანური რესურსების მართვის პრაქტიკა, საჯარო მმართველობის რეფორმის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის „ადამიანური რესურსების მართვის“ ნაწილში გათვალისწინებული ღონისძიებები, ყურადღება გამახვილებულია აღნიშნული გეგმის სუსტ მხარეებზე.
დახასიათებულია საჯარო სექტორში ადამიანური რესურსების მართვის საკანონმდებლო უზრუნველყოფის მდგომარეობა, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მოთხოვნები ადამიანური რესურსების მართვის ნაწილში, საჯარო სამსახურის ბიუროს ფუნქციები, მისი საქმიანობის სუსტი მხარეები.
განხილულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასა და საქართველოს პარლამენტის აპარატში ადამიანური რესურსების მართვის სფეროში არსებული მდგომარეობა, პრობლემები, დასახულია მათი დაძლევისათვის საჭირო ღონისძიებები. აღნიშნულია სახელმწიფო მართვის ყველა დონეზე საჯარო სამსახურის ბიუროსა და საჯარო დაწესებულებების ადამიანური რესურსების მართვის სტრუქტურულ ერთეულებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების აუცილებლობის შესახებ.
სტატიაში შესაბამისი ანალიზის საფუძველზე წარმოდგენილია შემუშავებული დასკვნები, წინადადებები, რეკომენდაციები, რომელთა მიზანია საჯარო სამსახურში ორგანიზაციული სტრუქტურის სრულყოფა და ადამიანური რესურსების მართვის ეფექტიანობის ამაღლება.
წყაროები
საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“, თბ., 2015, 27 ოქტომბერი, №4346-Iს.
საქართველოს კანონი საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ, თბ.,2004, 11 თებერვალი, №3277-IIს.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულება, საქართველოს მთავრობის დადგენილება № 340, 2018 წლის 26 ივნისი.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულება, საქართველოს მთავრობის დადგენილება №473, 2018 წლის 14 სექტემბერი.
საჯარო დაწესებულებებში ადამიანური რესურსების მართვის სახელმძღვანელო, I ნაწილი, თბ., 2013.
საჯარო დაწესებულებებში ადამიანური რესურსების მართვის სახელმძღვანელო, II, III ნაწილი, თბ., 2014.
რობერტ ბ. დენჰარტი, ჯენეტ ვ. დენჰარტი (2012) საჯარო მართვა, მოქმედების კურსი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ადამიანური რესურსების მართვის პრაქტიკის მიმოხილვა საჯარო სამსახურში: ამერიკის შეერთებული შტატები, გაერთიანებული სამეფო, თურქეთი, გერმანია, საქართველო, საჯარო სამსახურის ბიურო, თბ., 2013.
ნ. პაიჭაძე (2018, №2) ადამიანური რესურსების მართვის მსოფლიო პრაქტიკა და ქართული სინამდვილე, ჟურნ. „ეკონომიკა და ბიზნესი“ .
მ. ტუღუში, (1997, № 42) საბიუჯეტო ოფისი - სიახლე საპარლამენტო ცხოვრებაში, ჟურნ. „პარლამენტის უწყებანი“.