ანოტაცია
არამატერიალური და მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის საუკეთესონი მუშების ტურიზმში ჩართვას დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც ამ სახეობის კულტურული მემკვიდრეობის, ასევე, კულტურული ტურიზმის განვითარებისათვის. საქართველოში არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ტურიზმში გამოყენების მართვის საკითხები დღემდე შეუსწავლელია, რაც ხელს უშლის კულტურული ტურიზმის განვითარებას. აღნიშნულ პრობლემას სიმწვავეს ისიც მატებს, რომ იგი სხვადასხვა სამინისტროს (უპირველესად კი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროების, ასევე, მათი სამსახურების: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს) გამგებლობაშია და ამ ნაწილში მათი საქმიანობის ეფექტიან კოორდინაციას საჭიროებს. ამასთან, აუცილებელია ამგვარი კოორდინაცია განხორციელდეს მართვის ყველა დონეზე - მუნიციპალურ, რეგიონულ და უმაღლეს (სახელმწიფო) დონეზე. არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ტურიზმში გამოყენების ეფექტიანი მართვისათვის საჭიროა მოქნილი ორგანიზაციული სტრუქტურის შემუშავება, მისი მაღალკვალიფიციური კადრებით და კომპლექტება და ქვეყანაში ამ მიმართულებით განსახორციელებელი საქმიანობის ფინანსური უზრუნველყოფა. არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ტურიზმში გამოყენების...
წყაროები
საქართველოს კულტურის სტრატეგია – “კულტურა 2025”, თბ., 2016.
საერთაშორისო კონვენცია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ, პარიზი, 2003 წ. 17 ოქტომბერი, რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2007 წლის 4 დეკემბერის N 5535 – II-ს დადგენილებით.
საქართველოს კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, თბ., 2007.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული პოლიტიკა, თბ., 2014.