დაპროგრამება ყველასათვის (ნაწილი 1)

摘要

ბოლო წლებში განსაკუთრებით აქტუალურია დაპროგრამების ენებისა და ინსტრუმენტების დაუფლება. წიგნი განკუთვნილია უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის, მოსწავლეებისთვის, ყველასთვის, ვისაც აინტერესებს პროგრამირების პრაქტიკული მხარე. მოყვანილი ამოცანები განსხვავდება სირთულით, სტილით და თემატურად მრავალფეროვანია. მოყვანილია C++-ზე დაპროგრამების ამოცანები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა

  • სიმბოლური მასივები
  • ნულით დაბოლოებული სტრიქონები
  • ორგანზომილებიანი მასივები
  • ფუნქციები
  • სტრინგები
  • ტიპების გარდაქმნები
  • დინამიური მასივები
  • ოპერაციები სიმბოლოებზე
  • ბიტური ოპერაციები

ყველა ამოცანას თან ახლავს პროგრამული რეალიზაციები, კომენტარები და პროგრამის მუშაობის შედეგები.

წიგნის მეორე ნაწილში განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

  • ფაილები
  • რეკურსია
  • კონტეინერები
  • კლასები/ობიექტები

პროგრამების გაშვებისას ჩვენ ვსარგებლობდით Dev C++ კომპილერით, თუმცა შესაძლებელია სხვა გარემოს გამოყენება ან  Online კომპილერით სარგებლობა.

pdf (格鲁吉亚语)