ანოტაცია
ბოლო წლებში განსაკუთრებით აქტუალურია დაპროგრამების ენებისა და ინსტრუმენტების დაუფლება. წიგნი განკუთვნილია უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის, მოსწავლეებისთვის, ყველასთვის, ვისაც აინტერესებს პროგრამირების პრაქტიკული მხარე. მოყვანილი ამოცანები განსხვავდება სირთულით, სტილით და თემატურად მრავალფეროვანია. მოყვანილია C++-ზე დაპროგრამების ამოცანები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა
- სიმბოლური მასივები
- ნულით დაბოლოებული სტრიქონები
- ორგანზომილებიანი მასივები
- ფუნქციები
- სტრინგები
- ტიპების გარდაქმნები
- დინამიური მასივები
- ოპერაციები სიმბოლოებზე
- ბიტური ოპერაციები
ყველა ამოცანას თან ახლავს პროგრამული რეალიზაციები, კომენტარები და პროგრამის მუშაობის შედეგები.
წიგნის მეორე ნაწილში განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
- ფაილები
- რეკურსია
- კონტეინერები
- კლასები/ობიექტები
პროგრამების გაშვებისას ჩვენ ვსარგებლობდით Dev C++ კომპილერით, თუმცა შესაძლებელია სხვა გარემოს გამოყენება ან Online კომპილერით სარგებლობა.