საინფორმაციო საკომუნიკაციო სისტემების ძირითადი მახასიათებლების ანალიზური ასპექტები პროექტის მართვაში
ანოტაცია
ნაშრომში მოცემულია პროექტის მართვის სისტემების ძირითადი ფუნქციონირების მიხედვით შედგენილი მუდმივი სტრუქტურა, რომლის მიხედვითაც დროის და შერჩეული კრიტერიუმების მიხედვით იგეგმება აქტივობები, მოხდება კონკრეტული ამოცანის ანალიზი, რომელსაც გაანგარიშებებში არ აქვს მითითებული მსაზღვრელი კომპონენტები და დროდადრო შემოდის როგორც ახალი ციკლის დასაწყისი. მოცემული სტრუქტურის მიხედვით შესაძლებელია დაიგეგმოს და რეალიზებულ შედეგამდე მივიდეს მისადაგებული ციკლური გათვლები. ნაშრომში მოყვანილი პროგრამული პროდუქტის ანალიზი და არჩევა დამოკიდებულია იმაზე, თუ მომხმარებელი რა სახის ამოცანის წინაშეა და რას მოიტანს მისი ყველა ეტაპის შესრულება საბოლოო შედეგამდე. მოყვანილია ზოგიერთი პროგრამული პაკეტის უპირატესობა და ნაკლოვანებათა გვერდის ავლის მექანიზმი პროექტების მართვაში.