ანოტაცია
სტატიაში განხილულია თუ როგორ შეიძლება წრფივი პროგრამირების გამოყენება, გადაწყვეტილების მიღების მძლავრ მათემატიკურ ინსტრუმენტად, შეზღუდული რესურსების პირობებში ოპტიმალური შედეგის მისაღწევად. ზოგადად წრფივი პროგრამირების პროცესი გულისხმობს მიზნის ფუნქციის ოპტიმიზაციას (ხარჯების მინიმიზაცია ან მოგების მაქსიმიზაცია) წრფივი შეზღუდვების ფარგლებში. ნაშრომის მიზანია, აჩვენოს, თუ როგორ შეუძლიათ კომპანიებს, დაადგინონ რესურსების (მუშახელი, საწვავი, დრო) გამოყენების ყველაზე ეფექტური გზა, რითაც მიიღწევა მნიშვნელოვანი ფინანსური და საოპერაციო დანაზოგი. ამოცანის ამოხსნისთვის გამოყენებულია წრფივი პროგრამირების მოდელი, რომელიც რეალიზებულია MS Excel-ის Solver ფუნქციაში. Solver-ის მეშვეობით მიღებული ოპტიმალური ამოხსნის თანახმად დასტურდება, რომ LP წრფივი პროგრამირების მოდელს შეუძლია განსაზღვროს რესურსების ოპტიმალური განაწილება მინიმალური მიმდინარე ხარჯის მისაღწევად.
წყაროები
H. A. Taha, Operations Research: An Introduction, 10th ed., Pearson Education Limited, 2017.
F. S. Hillier and G. J. Lieberman, Introduction to Operations Research, 10th ed., McGraw-Hill Education, 2015.
W. L. Winston, Operations Research: Applications and Algorithms, 4th ed., Cengage Learning, 2014.
W. L. Winston and S. C. Albright, Practical Management Science, 5th ed., Cengage Learning, 2019.
R. L. Rardin, Optimization in Operations Research, 2nd ed., Pearson Education, 2014.
S. Chopra and P. Meindl, Supply Chain Management: Strategy, Planning, and Operation, 7th ed., Pearson, 2019.