სატყეო ტაქსაცია
pdf (Georgian)

How to Cite

ვასაძე რ. (2020). სატყეო ტაქსაცია : მეორე გამოცემა. Study Guide, 436. https://doi.org/10.52340/9789941821240

Abstract

სატყეო ტაქსაციის სახელმძღვანელო შედგენილია სატყეო საქმის სპეციალობის სტუდენტებისთვის, მაგრამ ერთგვარ დახმარებას გაუწევს სატყეო დარგის მუშაკებსაც. წიგნში განხილულია სამამულო და უცხოური მეცნიერების, მეცნიერული ნაშრომები, ტყისშემქმნელი სხვადასხვა მერქნიანი სახეობების ზრდის მსვლელობის ცხრილები, სასორტიმენტო და სასაქონლო ცხრილების შედგენის მეთოდიკა, სატყეო სატაქსაციო მაჩვენებლები, დახასიათებულია ნაწილის საშუალებით მთელის შესწავლის მეთოდი, ანუ სანიმუშო ფართობებისა და სამოდელო ხეების გამოყენებით მთელი სატყეო უბნების შესწავლის მეთოდები. წარმოდგენილი და დახასიათებულია ყველა ის ხელსაწყო-იარაღები, ტექნიკა და მეთოდები, რომლებიც გამოიყენება თანამედროვე სატყეო სატაქსაციო მაჩვენებლების განსაზღვრისას საერთაშორისო ტაქსაციის პრაქტიკაში.

სატყეო ტაქსაცია ქართულ ენაზე პირველად 1935 წელს გამოვიდა, ხოლო შემდეგ უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისთვის წიგნის სახით 1960 წელს გამოიცა, რომლის ავტორი იყო ცნობილი მეცნიერი, მეტყევე ინჟინერი, და ტაქსატორი ვ. მირზაშვილი. მას შემდეგ თითქმის ექვსი ათეული წელი გავიდა და შესაბამისად ბევრი რამ შეიცვალა სატყეო ტაქსაციის პრაქტიკაში. მექანიკური ტიპის სატყეო-სატაქსაციო ხელსაწყო-იარაღები, ელექტრონულმა და ლაზერული ტიპის ხელსაწყო-იარაღებმა ჩაანაცვლა, დაინერგა მრავალი თეორიული და პრაქტიკული სიახლე, რამაც გამოიწვია სახელმძღვანელოში მთელი რიგი ცვლილებებისა და დამატებების შეტანა.

არსებულმა მდგომარეობამ, გადამაწყვეტინა ქართულენოვანი და თანამედროვე უცხოური სატყეო ტაქსაციის სახელმძღვანელოების და, ამასთან, ჩემი 30 წლის კვლევის მასალების გამოყენებით გამომეცა ახალი სატყეო ტაქსაციის სახელმძღვანელო ვ. მირზაშვილისა და ნ. ანუჩინის სატყეო ტაქსაციის საფუძველზე.

ბუნებრივია, რამდენიმე ათეული წლის შემდეგ ჩემს მიერ შედგენილი სახელმძღვანელოც მოძველებულად ჩაითვლება სატყეო ტაქსაციის მეცნიერებაში და საჭირო იქნება განახლებული რედაქციით გამოცემა. ეს ბუნებრივიცაა, ვინაიდან იცვლება სატყეო სატაქსაციო მაჩვენებლების განსაზღვრის მეთოდები, წესები და ხელსაწყო-იარაღები.

ჩემს მისიას შესრულებულად ჩავთვლი თუ ეს სახელმძღვანელო მთლიანად დააკმაყოფილებს აგრარული მიმართულების სატყეო საქმის სტუდენტებს, სატყეო საქმის წარმოებაში დასაქმებულ პირთა ინტერესებს საჭირო ცოდნის მიღებაში.

ამასთანავე ვაცნობიერებ, რომ წინამდებარე სახელმძღვანელოც არ იქნება დაზღვეული გარკვეული ხარვეზებისა და შეცდომებისაგან. ამიტომ ყოველგვარ საქმიან შენიშვნას მადლიერებით მივიღებ ამ სახელმძღვანელოს არა მარტო შინაარსთან დაკავშირებით, არამედ გაფორმების მხრივაც.

pdf (Georgian)

References

ვასაძე, რ., & შაინიძე, ა. (2003). წიწვოვნებისა და წიფლის მოზარდის ზრდის პროცესი ზემო აჭარაში. მეცნიერება და ტექნოლოგიები, 4-6, 150-151.

ვასაძე რ., & სვანიძე მ. (2003). მთიანი აჭარის წიფლნარების ტიპოლოგიური კლასიფიკაცია. სამთო მეტყევეობის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომების კრებული, 39, 37-45.

ვასაძე, რ. (2008). აჭარის ნაძვნარ სოჭნარების სანიტარული მდგომარეობა. საქართველოს სახელმწიფო სასოფლო სამეურნეო უნივერსიტეტი. 1(2(43)), 63-65.

ვასაძე, რ., შაინიძე, ა., & მამულაძე, ნ. (2010). აღმოსავლეთის ნაძვის და კავკასიური სოჭის ფესვთა სისტემის ფორმირების თავისებურებანი. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია კოლხა, 250–254.

Васадзе, Р. (2011) Естественное возобновление восточного бука в зависимости от типов леса. Лесное и охотничье хозяиство. №8(97), 22-26.