ორგანოლეპტიკური მაჩვენებლების და ქლორორგანული პესტიციდების კვლევა ქართულ და იმპორტირებულ მანდარინისა და ლიმონის ნაყოფებში
pdf (English)

როგორ უნდა ციტირება

კიკნაძე ნ., გეგეშიძე დ., თავდგირიძე გ., მეგრელიძე ნ., გოგიტიძე თ., & კუჭავა მ. (2024). ორგანოლეპტიკური მაჩვენებლების და ქლორორგანული პესტიციდების კვლევა ქართულ და იმპორტირებულ მანდარინისა და ლიმონის ნაყოფებში. საერთაშორისო სამეცნიერო - პრაქტიკული კონფერენციის ინოვაციური პროცესები და ტექნოლოგიები შრომათა კრებული, 220-224. https://papers.4science.ge/index.php/pispc/article/view/30

ანოტაცია

ჩატარებულია ხილში ქლორორგანული პესტიციდემის ქიმიურ-ექსპერტიზული კვლევა აირ-ქრომატოგრაფიული მეთოდით სამმაგი კვადრუპოლური ტიპის (GC-MS/MS) ტანდემურ მას-სპექტრომეტრზე. ორგანოლეპტიკური და ფიზიკური მაჩვენებლემით ქართული და თურქული ლიმონის ყველა ნიმუში იყო უმაღლესი კატეგორიის; ნაყოფების ზომების მიხედვით, თურქული მანდარინი იყო არასტანდარტული, ქართული-სტანდარტული. საკვლევი ხილის ნიმუშებში ქლორორგანული პესტიციდების შემცველობაზე გოსტ-ით ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ a-, b-, g- ჰექსაქლორციკლოჰექსანის და მისი იზომერების, ასევე დდტ-ს და მისი მეტაბოლიტების ჯამური კონცენტრაცია გაცილებით ნაკლებია, ვიდრე მწარმოებლის ინსტრუქციით ჩატარებული კვლევების შედეგები. მიღებულ შედეგებზე დიდი გავლენა იქონია საექსტრაქციო და გამწმენდი მარილების გამოყენებამ, რომელიც მითითებულია მწარმოებლის ინსტრუქციაში. აღნიშნული მარილები გამოირჩევა მაღალი სისუფთავით და მდგრადობით, რაც არის გარანტი რაოდენობრივად მიღებული სისუსტისა. ამასთან, აღმოჩენის ზღვარი მწარმოებლის ინსტრუქციას გაცილებით დაბალი აქვს, ვიდრე გოსტ-ს, კერძოდ: გოსტიის მიხედვით მინიმალური აღმოსაჩენი რაოდენობა შეადგენს - a-, b-, g- ჰექსაქლორციკლოჰექსანისთვის - 0,001 მგ/კგ; დდტ და მისი მეტაბოლიტებისთვის - 0,007 მგ/კგ; მწარმოებლის ინსტრუქციის მიხედვით კი მინიმალური აღმოსაჩენი რაოდენობა a-, b-, g- ჰექსაქლორციკლოჰექსანისთვის, დდტ და მისი მეტაბოლიტებისთვის შეადგენს - 10 ნგ/გ.

pdf (English)

წყაროები

საქართველოს კანონი. სურსათის უვნებლობის და ხარისხის შესახებ 27.12.2005. კანონი N 1548. -15 გვ.

ГОСТ 4428-82 Мандарины. Технические условия. -М.: Стандартинформ, 2011 - 4 стр.

ГОСТ 4429-82 Лимоны. Технические условия. -М.: Стандартинформ, 201 - 4 стр.

ГОСТ 30349-96 Плоды, овощи и продукты их переработки. Методы определения остаточных количеств хлорорганических пестицидов.- М.: Стаидартинформ, 2008. - 16 стр.

Malik А., Grohmann E., Akhtar R. Environmental deterioration and Human Health. (Natural and Antrophogenic Determinants). - Germany: Spirger. Pg. 229-263.

Hollosi, L., Bousova, K., & Godula, M. (n.d.). Validation of the Method for Determination of Pesticide Residues by Gas Chromatography - Triple-Stage Quadrupole Mass Spectrometry. Retrieved July 28, 2024, from https://assets.thermofisher.com/TFS-Assets/CMD/Methods-&-Protocols/TG-63899-GC-MS-Pesticide-Residues-TG63899-EN.pdf

ტექნიკური რეგლამენტი „საქართველოში პესტიციდების და აგროქიმიკატების სარეგისტრაციო გამოცდების, ექსპერტიზისა და რეგისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ". საქართველოს მთავრობის დადგენილება #443. 2013 წლის 31 დეკემბერი, ქ. თბილისი. - 44 გვ.