შესავალი შორეული აღმოსავლეთის ხალხთა სამართლებრივი აზროვნების ისტორიაში

Авторы

  • ლეონიდ-ლუკა კაზანჯი Автор

DOI:

https://doi.org/10.52340/232pa102

Аннотация

სამართლის ისტორია უმნიშვნელოვანესი მეცნიერებაა, რომელიც სახავს მსოფლიო იურისპრუდენციის განვითარების ორიენტირებს და ხელს უწყობს სამართლებრივი პრობლემატიკის გადაჭრის პროცესს. სამართლის ისტორია სწავლობს იურიდიული მეცნიერების განვითარების ისტორიულ თავისებურებებს და აანალიზებს მსოფლიო ხალხთა სამართლებრივ იდეათა მახასიათებლებს ისტორიულ ჭრილში. სამართლის ისტორია იურისპრუდენციის ალმა-მატერი  გახლავთ. სამართლებრივი აზროვნება ვითარდება ისტორიულ და ლოგიკურ კონდიციათა მიხედვით. სამართალი არის მეცნიერება იურიდიული იდეებისა და კონცეპციების დეონტური  განვითარების შესახებ. სამართლის ისტორია გახლავთ ერთგვარი ბაზისი თანამედროვე იურისპრუდენციის განსავითარებლად. აღნიშნული მოძღვრება წარსულს უკავშირებს აწმყოს და ქმნის საფუძველს ნათელი მომავლისთვის. ზოგადად სამართალი გახლავთ ნორმატიული რეგულატორი, რომელიც აწესრიგებს საზოგადოებრივ ცხოვრებას და ქმნის განვითარების ნორმალურ პირობებს. სამართლის ისტორია გახლავთ უნიკალური დარგი მსოფლიო მეცნიერებისა, რომელიც საზოგადოებრივი ცხოვრების ისტორიულ-გენეტიკურ ასპექტებს აანალიზებს ფუნქციურ-სტრუქტურულ დონეზე. სამართლის ისტორიის შესწავლის გარეშე შეუძლებელია სამართლებრივი აზროვნების ერთი შეხედვით გაუვალ ლაბირინთებში გზის გაკვალვა. სამართლის ისტორია გასაოცარი სფეროა იურიდიული აზროვნებისა. იგი მოიცავს უზარმაზარ ანალიტიკურ კაპიტალს, რასაც მოწმობს მსოფლიო ხალხთა მისწრაფება იურიდიული მეცნიერების სილოგურ  სიღრმეთა წვდომისკენ. სამართლებრივი აზროვნება ურთულესი ფენომენია, იგი ყალიბდება ისტორიულ-სამართლებრივი მეხსიერების სახით და გარდაიქმნება სამოქალაქო მართლშეგნების დესკრიფციულ  საწყისად. იურისპრუდენცია აზრთა ბრძოლაა, რომელიც რელატიურ  ჭეშმარიტებას წარმოშობს. სამართლის ისტორია კონცეპტუალური მეცნიერებაა, რომელიც უაღრესად საინტერესო როლს ასრულებს კაცობრიობის მრავალმხრივ პროგრესირების პროცესში. სხვადასხვა ეთნოკულტურული კავშირი განსხვავებულად აღიქვამს სამართლებრივ ევოლუციას . ამ მხრივ გასაოცარია შორეული აღმოსავლეთის ხალხთა სამართლებრივი აზროვნების ისტორია. თავისუფლად შეიძლება განვაცხადოთ- სწორედ ეს რეგიონი გახლდათ აზიური ცივილიზაციის განმავითარებელი აზრობრივი წყარო. შორეული აღმოსავლეთის ერებმა შექმნეს მონუმენტური სამართალი, რომელმაც განაპირობა მსოფლიო ხალხთა იურიდიული აზროვნების ახალ სიმაღლეზე ასვლა. ინდოელი, ჩინელი, იაპონელი, ტიბეტელი და კორეელი ხალხები აზიის კულტუროტროპულ მოძღვრებად მოგვევლინენ. აზიური სამართალი მკვეთრად კოსმოცენტრული  გახლდათ. აღნიშნულმა ხალხებმა უაღრესად საინტერესო როლი შეასრულეს მსოფლიო სამართლის ისტორიაში. მაგალითად ინდური სამართალი გარდაიქმნა ჰინდუსური ტომების ერთიან სახელმწიფოდ გამაერთიანებელ ძალად. აღნიშვნას იმსახურებს ერთი საინტერესო ფაქტიც-ჩინურმა სამართლებრივმა აზროვნებამ დიდი ფუნქცია შეითავსა კარმელუკური და მონღოლოიდური ტომობრივი კავშირების გაერთიანების ურთულეს პროცესში. იაპონელთა იურიდიულმა აზროვნებამ საფუძველი შეუმზადა იაპონიის იმპერიის შექმნას. ტიბეტელმა ხალხმა კი მათი ეროვნული რელიგია-ბონი და სწავლება-ძონგჩენი ერთ სიბრტყეში გააერთიანა და სათავე დაუდო აღმოსავლურ ღვთიურ სამართალს. კორეელებმა შექმნეს ჩონგსანის იმპერია, რომელმაც შვა პუიოს და კოგურიოს იმპერიები-შესაბამისად ხელი შეეწყო კორეულ ტომობრივ გაერთიანებათა შეკვრას სოციოკულტურული თვალსაზრისით. აღნიშნულ ხალხთა სოციოკულტურულ ერთობას საფუძვლად უდევს ეთნიკურ ფასეულობათა ორმხრივი ინფილტრაციის  შედეგად წარმოქმნილი პოლიეთნოგენური  კულტურის იდენტური ღირებულებები. სოციოკულტურული თვალსაზრისით სამართალი აღმოსავლეთში წამყვანი მეცნიერება გახლდათ. დასავლურმა გნოსტიკურმა ცივილიზაციამ საბოლოო ჯამში ვერ შეძლო აღმოსავლური ცნობიერი სამყაროს ათვისება და ფაქტობრივად დამარცხდა არიულ ჰიმნოსოფისტიკასთან  ბრძოლაში. აღნიშნული ნაშრომი მიზნად ისახავს აღმოსავლური სამართლის კვლევას და ამ გზით მსოფლიო იურისპრუდენციის განვითარების სწორ მიმართულებათა განსაზღვრას. ეს მოკრძალებული ნაშრომი ერთგვარი ნაბიჯია ურთულესი იურიდიული მეცნიერების-სრულყოფილად შემეცნების შრომატევად გზაზე. დგება ჟამი ინტელექტუალური ევოლუციისა და ამ პროცესში ერთ-ერთი მთავარი როლი სწორედ სამართლის ისტორიას უჭირავს.შორეული აღმოსავლეთის ხალხთა სამართლებრივი აზროვნების შესწავლა საუკეთესო გზაა იურისპრუდენციის ემპირიულ-ანალიტიკური შემეცნებისთვის.

Библиографические ссылки

ჩერნილოვსკი-მსოფლიო ხალხთა სახელმწიფოსა და სამართლის ისტორია

გიორგი ნადარეიშვილი-მსოფლიო ხალხთა სამართლის ისტორია, მოკლე შესავალი

ცუენზო ინაკო-თანამედროვე იაპონური სამართალი.

მიამოტო მუსასი-5 რკალის წიგნი.

ჰეგელი-სამართლის ფილოსოფია.

სვამი ვივეკანანდა-ძვ. ინდური ფილოსოფია

მარიამ ცაცანაშვილი-სახელმწიფოსა და სამართლის ზოგადი ისტორია

მარინა გარიშვილი მარიამ ხოფერია-საზღვარგარეთის ქვეყნების სამართლისს ისტორია.

ტაქსამი,კოსარევი-ვინ ხართ თქვენ, აინებო.

მუხამედოვი ფ.ფ ჩინგიზ-ხანის იასა სა მისი როლი მონღოლურ სამართლებრივ სისტემაში ჩელიაბინსკის სახელმწიფო. უნივერსიტეტის მაცნე 2006-გვ54-71 გვ67-70

დუგაროვა ს.ჟ. ჩინგიზ ხანის დიდი იასის წყაროების ისტორიოგრაფიული მიმოხილვა ჰუმანიტარული ვექტორი 2012 წელი ნ432,204-213,

ვერნანდსკი გ.ვ.მონღოლები და რუსეთი პეტერბურგი მონოგრაფია გამომცემლობა აგრფ,1997 გვ480

სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოსაშვები საკვალიფიკაციო ნაშრომი კულტუროლოგია 033000.ძირითადი საგანმანათლებლო პროგრამა-ჩინური კულტურა.ავტორი-დასწრებული სწავლების მეოთხე კურსის სტუდენტი ვერონიკა ბელიჩენკო სამეცნიერო ხელმძღვანელი ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი ანტონ ედუარდის ძე პერეხოვი.რეცენზენტი იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი ვიაჩესსლავ მიხეილის ძე რიბაკოვი. ცინის იმპერიისა და დასავლეთ ხანის სისხლის სამართლის კანონმდებლობის შედარებითი ანალიზი გვ-3-4-5-6-7-8,

სოროკინი იური ვლადიმერის ძე იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. ვორონეჟის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაცნე.რუსეთის ფედერაცია 394005 ვორონეჟიინეთის სამართლებრივი სისტემა ბ143-გვ55-66,

სახელმწიფო და სამართალი შუა საუკუნეების ჩინეტსა და იაპონიაში. მოსკოვის უნივერსიტეტი. ნაშრომთა კრებული1995

სახელმწიფო და სამართალი ძველი აღმოსავლეთის ქვეყნებში-პეტერბურგის უნივერსიტეტი ლექციების კრებული 2007 წელი-გვ-23-25, 24-34.

ნ.დ პივორავოვი-ძველჩინური სამართლის წყაროები გვ15-18.

ავტორთა კოლექტივი ჟინსკოვი ო.ა იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი- პროფესორი-შესავალი,კრაშენნიკოვა ა.ს თან ერეთად თავები 9,13,14,16,21,24,30.იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი სა დოცენტი თავი 19 სტრუნნიკოვი იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი თავები10-12. ჩირკინი იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი დოცენტი-თავები 17 18 22 26. შესავალი საზღვარგარეთის ქვეყნების სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიაში.

შუბარო-ო.ვ-ჩინეთის ტრადიციული სამართლებრივი სისტემა და თანამედროვეობა.გვ1-4.

მარინჩევი მარჩენკო ძველი ინდოეთის სამართლის სისტემის კომპლექსური მიდგომების შესახებ 2012 წელი პეტერბურგის უნივერსიტეტის მაცნე სერია 14 გვ-3-6.

მანუს კანონები შემდგენელი კუდინოვა ნ.ტ. წყნარი ოკეანის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიის კათედრა.

Опубликован

2025-12-02

Выпуск

Раздел

Monographs

Как цитировать

კაზანჯი ლ.-ლ. (2025). შესავალი შორეული აღმოსავლეთის ხალხთა სამართლებრივი აზროვნების ისტორიაში. Monograph. https://doi.org/10.52340/232pa102