Аннотация
საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესი, საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პერიოდიდან, ათწლეულებია, ინტენსიური კვლევის საგანია, თუმცა კვლევების დიდი რაოდენობის მიუხედავად დღემდე, არც სამეცნიერო და არც ოფიციალურ საკანონმდებლო დონეზე, არ არის მკაფიო, ერთმნიშვნელოვანი განმარტება ტერმინისა თუ რას ნიშნავს მცირე და საშუალო ბიზნესი. წინამდებარე ნაშრომი გარდა ბიზნეს სუბიექტების საქმიანობის კომპლექსური კვლევისა ამ ტერმინის (მცირე და საშუალო ბიზნესი) განმარტების განსხვავებულ, კვლევაზე დაფუძნებულ ვერსიას გთავაზობთ.
ბიზნეს საოპერაციო ციკლში შეფერხებები, ფორს-მაჟორები, კრიზისები და სრული პარალიზების ქეისები არის ჩვენი კომპლექსური კვლევის საგანი, რომელთა ნაწილი ხშირად ბიზნეს ციკლის სტრეს ტესტის ნაირსახეობად გვევლინება და სამეცნიერო თვალსაზრისით კვლევისათვის ღირებულ მასალას წარმოადგენს.
Covid-19 პანდემია იყო და რჩება თანამედროვე მსოფლიო ბიზნესების ყველაზე ძვირ, რთულ და ხანგრძლივ სტრეს-ტესტად, რომლის დაძლევა ბიზნეს სუბიექტების დიდ ნაწილს ძალიან გაუჭრდა და დიდი ნაწილი ისევ ამ გამოწვევის დაძლევის პროცესშია.
პანდემიის განმავლობაში და ასევე პოსტპანდემიურ პერიოდში ბიზნეს ოპერაციების შეუფერხებელ წარმოებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან როლს ასრულებდა საქართველოს მთავრობა, საერთაშორისო ორგანიზაციები, ფინანსური ინსტიტუტები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები და სხვა. ჩვენი კვლევის აქტუალობაც სწორედ ამ კომპლექსურმა, სხვადასხვა მიმართულებით ანტიკრიზისული ღონისძიებების მრავალფეროვნებამ და მიდგომების შესწავლამ განაპირობა, რომელიც სრულიად ეყრდნობა ემპირიულ კვლევას ინტერდისციპლინური მეთოდოლოგიით.
კვლევა განხორციელდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევითი გრანტი YS-22-548, გრანტის დასახელება: „მცირე და საშუალო ბიზნეს სუბიექტების კრიზისი და მისი პრევენცია პოსტ-პანდემიურ პერიოდში საქართველოში“.
Это произведение доступно по лицензии Creative Commons «Attribution-NonCommercial» («Атрибуция — Некоммерческое использование») 4.0 Всемирная.