ზღაპრებიდან ეკონომიკურ ცნობიერებამდე...
DOI:
https://doi.org/10.52340/9789941996375ანოტაცია
განათლება ქვეყნის წინსვლის, ეკონომიკური განვითარების, პიროვნული, სოციალური და პროფესიული პროგრესის აუცილებელი წინაპირობაა. თანამედროვე სამყაროში განათლება აღარ შემოიფარგლება მხოლოდ საბაზისო ცოდნის გადაცემით, ის აყალიბებს მოქალაქეს, რომელსაც შეუძლია კრიტიკული აზროვნება, პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებების მიღება და ეკონომიკურ პროცესებში გააზრებული მონაწილეობა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი აქვს ადრეულ განათლებას. სწორედ ამ ეტაპზე ყალიბდება ის უნარები და ღირებულებები, რომელზეც შენდება განათლების შემდგომი ეტაპები. ბავშვის ადრეულ განვითარებაში ჩადებული ინვესტიცია ადამიანური კაპიტალის განვითარების და მოქალაქეთა შესაძლებლობების სრულად რეალიზების, მათი მრავალმხრივი განვითარების, მომავალი ცხოვრებისთვის მომზადების პირობაა და დადებითად აისახება არა მარტო ბავშვების ჯანმრთელობაზე, კეთილდღეობასა და სწავლაზე, არამედ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე გრძელვადიან პერსპექტივაში. ეკონომიკური განათლება, ეკონომიკური ცნობიერების ფორმირება და მასთან დაკავშირებული საკითხებისადმი ინტერესი, ბუნებრივად გაჩნდა თანამედროვე სამყაროში, რაც მსოფლიოს სწრაფი განვითარების შედეგია, შესაბამისად იზრდება ამ საკითხის ირგვლივ სამეცნიერო კვლევები და მიგნებები. ეკონომიკა, პოლიტიკისა და სოციუმის განუყოფელი ნაწილია, რომელიც გარდა მეცნიერული მასშტაბურობისა, ადამიანისათვის ცხოვრების საბაზისო თეორიულ-პრაქტიკული უნარების გამომუშავების კომპლექსური ცოდნის სინთეზია.
ქართული ხალხური ზღაპარი საუკუნეების განმავლობაში მრავალფუნქციურ სოციალურ-კულტურულ ფენომენს წარმოადგენდა. იგი არა მხოლოდ მხატვრულ-ესთეტიკურ ღირებულებებს ატარებს, არამედ სოციალური გამოცდილების გადაცემის მნიშვნელოვან ინსტრუმენტადაც გვევლინება. ზღაპრული ნარატივი ბავშვს ადრეული ასაკიდან აცნობს ადამიანთა ურთიერთობების მოდელებს, შრომის ღირებულებას, საკუთრებისა და პასუხისმგებლობის იდეებს, რაც ქმნის ეკონომიკური ცნობიერების ჩამოყალიბების წინაპირობას. თანამედროვე სკოლამდელ საგანმანათლებლო სივრცეში ზღაპარი კვლავ რჩება ღირებულებითი ორიენტაციების, ქცევითი ნორმებისა და სოციალური კომპეტენციების განვითარების ერთ-ერთ ეფექტურ საშუალებად.
წინამდებარე მონოგრაფიის მიზანია ქართული ხალხური ზღაპრების ანალიზი ეკონომიკური აზროვნების ფორმირების პერსპექტივიდან. კვლევა ეფუძნება იმ ტექსტებს, რომლებიც აქტიურად გამოიყენება საბავშვო ბაღებსა და ოჯახურ საგანმანათლებლო პრაქტიკაში და, შესაბამისად, უშუალო გავლენას ახდენს თანამედროვე ბავშვის მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე. ზღაპრებში წარმოდგენილი შრომისადმი დამოკიდებულება, რესურსების მოპოვებისა და განაწილების ფორმები, გონიერებისა და სიზარმაცის დაპირისპირება ქმნის სიმბოლურ სივრცეს, სადაც ბავშვი პირველად ეცნობა ეკონომიკური ქცევის ელემენტარულ მოდელებს.
კვლევა განხორციელდა სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2022 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო პროექტის FR-22-9547 „ზღაპრებიდან ეკონომიკურ ცნობიერებამდე‘’ ფარგლებში.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
გამოცემა
სექცია
ლიცენზია

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .