უცხოელები ბათუმის შესახებ და საინტერესო ტურისტული მარშრუტები
pdf

როგორ უნდა ციტირება

ზოიძე თ., გოგოლიშვილი ო., & ზოიძე თ. (2021). უცხოელები ბათუმის შესახებ და საინტერესო ტურისტული მარშრუტები. მონოგრაფია. https://doi.org/10.52340/9789941460951

ანოტაცია

წინამდებარე წიგნს (მონოგრაფიას) – „უცხოელები ბათუმის შესახებ და საინტერესო ტურისტული მარშრუტები“ – ვუწოდეთ. მასში შეტანილია საარქივო მასალებიდან ჩანაწერები, რომლებშიც აღწერილია უცხოელი მოგზაურების მიერ დანახული ბათუმი XIX საუკუნისა და XX საუკუნის პირველ ათწლეულში. აღნიშნული მასალები მოძიებულია ჩვენ მიერ და აღსანიშნავია, რომ მსგავსი მასალები პირველად შემოდის სამეცნიერო ლიტერატურაში.

მონოგრაფიაში წარმოდგენილია ბევრი უნიკალური ფაქტი ბათუმის წარსული ცხოვრებიდან, რაც გვარწმუნებს ქალაქის განსაკუთრებულობაში და იოლად მისახვედრი ხდება, თუ რატომ იბრძოდნენ მრავალი წლის მანძილზე რუსეთისა და ოსმალეთის იმპერიები ბათუმის ხელში ჩასაგდებად.

წიგნი ერთგვარ სახელმძღვანელოს ფუნქციასაც იკისრებს ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმებული სპეციალისტებისთვის, რადგანაც ნაშრომში წარმოდგენილ უცხოელთა ჩანაწერებში მოხსენიებული ბევრი ადგილი დღეს აღარ არსებობს და დარწმუნებული ვართ, ჩვენი ქალაქის ვიზიტორები დაინტერესდებიან სწორედ მათი მონახულებით, ვინაიდან ზემოაღნიშნული ნაწილია კულტურული ტურიზმისა, რასაც დიდი მოწონება აქვს მთელ მსოფლიოში.

ჩანაწერებში უცხოელი მოგზაურები კარგად აღწერენ იმდროინდელი ბათუმის ეკონომიკურ, ეკოლოგიურ და სასოფლოსამეურნეო მდგომარეობას, ზნე-ჩვეულებებს, ტრადიციებს, რაც, ასევე, საინტერესო თემაა ქალაქის ვიზიტორთათვის. გიდებს შეუძლიათ, ვიზიტორები წაიყვანონ იმ ლოკაციებზე, რომლის შესახებაც ნაშრომში საკმაო მასალებია მოცემული და გააცნონ ადგილზე მისი ამჟამინდელი მდგომარეობა.

ნაშრომი მიზნად ისახავს ქალაქ ბათუმის პოპულარიზაციას, ტურიზმის ინდუსტრიის მესვეურთა დაინტერესებას ამ ქალაქით და ვიზიტორების მოზიდვის ხელშეწყობას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

წიგნი ორენოვანია (ქართული და ინგლისური) და გამდიდრებულია ფოტომასალით. მასში აღწერილი საორიენტაციო ადგილები, წეს-ჩვეულებები, შენობები, ფილმები, იმდროინდელი ყოფა-ცხოვრება უთუოდ დიდ ინტერესს გამოიწვევს ტურისტებში და მისცემს საშუალებას, შეადარონ ძველი ბათუმი ახალ, თანამადროვე ქალაქს.

წიგნი, უდავოდ, გამოიწვევს დიდ ინტერესს მკითხველი საზოგადოების ფართო წრეშიც, რადგან ამ ნაშრომით გაეცნობიან ჩვენი ქალაქის უნიკალურ და საუკუნეების განმავლობაში ცვალებად ისტორიას.

pdf

წყაროები

Тамаринов А. – Аджария как база туризма и отдыха. Курор- ты Аджарии. Батуми. 1936 г. стр. 267-272.

რევაზ უზუნაძე. ნაოსნობა ბათუმის ოლქში. ბათუმი. 2001 წ. გვ. 98-139.

ოლიკო ჟღენტი. ბათუმი კინოში. თბილისი. 2014 წ.

Всеобщии адрес-ежегодник Батума. Батуми. 1902 г. стр. 57.

რევაზ უზუნაძე. რამაზ სურმანიძე. ნუგზარ ზოსიძე. ბათუმი. თბილისი. 2013 წ. გვ. 15-31.

რამაზ სურმანიძე. რეგიონული მედიცინის განვითარება საქართველოში. I. ბათუმი. 2001. გვ. 79, 80.

თინათინ ყაუხჩიშვილი. საქართველოს ისტორიის ძველი ბერძნული წყაროები. თბილისი. 1976 წ. გვ. 68.

აჭარა ტურისტულ-მხარეთმცოდნეობითი რესურსები. გამომცემლობა „ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი“, ბათუმი. 2016 წ.

Батум и его окрестности. Батум. 1906 г. стр. 637-346.

რამაზ სურმანიძე. აზიზიეს მეჩეთის აგებისა და ბათუმის ცენტრaალურიმოედნის სახელდების დათარიღებისთვის. „არხეონი“. ბათუმი. 2011 წ. გვ. 44-49.

ქართველი კინორეჟისორები, ნარკვევების კრებული, დამხმარე სახელმძღვანელო, თბილისი. 2007 წ. ელდარ შენგელაიას შემოქმედება. ანა დოლიძე. გვ. 115.

გაზეთი „აჭარა“, 6 თებერვალი, 1999 წელი, გვ. 2. „თენგიზ აბულაძემ „მონანიება“ ბათუმში გადაიღო“.

BIAFF – საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი. 2011 წ. ფესტივალის ბუკლეტი. გვ. 5.

ნატო ცქვიტინიძე, ბათუმი –კინემატოგრაფიული ქალაქი, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი

ჟურნალი „მნათობი“, თბილისი, 1990 წ., №5, გვ.121.

www.economy.ge

www.unwto.org

რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ისტორიულ-პოლიტიკური არქივი (სანკტ-პეტერბურგი), ფ. 1118, აღწერა 19, საქმე 221.

აჭარის ცენტრალური სახელმწიფო არქივი ფ. 1, აღწ.1, საქმეები 26, 69.

საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ისტორიული არქივი, ფ.1640, აღწ.12, საქ. 187;

სსიპ „აჭარის მუზეუმი“ – ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის საფონდო მასალა.

Creative Commons License

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .