პოსტსაბჭოთა ქვეყნების უსაფრთხოების პოლიტიკის სადაზვერვო და კონტრსადაზვერვო კონტურები
PDF (Georgian)

How to Cite

კიკნაძე თ., კუხალაშვილი დ., & ორთანეზაშვილი ა. (2024). პოსტსაბჭოთა ქვეყნების უსაფრთხოების პოლიტიკის სადაზვერვო და კონტრსადაზვერვო კონტურები. Monograph. https://doi.org/10.52340/9789941870507

Abstract

თანამედროვე ეტაპზე განასხვავებენ პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო და სამეცნიერო-ტექნიკური დაზვერვის და კონტრდაზვერვის მიმართულებებს. სახელმწიფოს უსაფრთხოება მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე საერთაშორისო ურთიერთობების ორგანიზებაზე. სახელმწიფოში სტაბილური ვითარების უზრუნველყოფისთვის, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სადაზვერვო და კონტრსადაზვერვო სამსახურების წარმატებულ საქმიანობას. მათ გააჩნიათ თავიანთი სამიზნე/შეღწევადობის ობიექტები, სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველმყოფი სეგმენტების სახით.

სადაზვერვო საქმიანობა უზრუნველყოფს წარმატებულ საერთაშორისო ურთიერთობებს, მისი დანიშნულებაა საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედოს სამიზნე ქვეყნების სამხედრო თუ ეკონომიკური ბლოკების, ალიანსებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების სიღრმეებში არსებული ინფორმაციების საკუთარი ქვეყნის სასარგებლოდ მოპოვებაზე.

კონტრსადაზვერვო აქტივობები მიმდინარეობს სახელმწიფოს შიგნით, რომლის დანიშნულებაც უცხო სახელმწიფოებიდან/სპეციალური სამსახურებიდან მომდინარე საფრთხეების დროული გამოვლენა-აღკვეთაა.

სამიზნე გეოგრაფიული ტერიტორია საყურადღებოა, იმ თვალსაზრისით, რომ აღნიშნულ ადგილას მდებარეობს საერთო წარსულის მქონე რეგიონის ქვეყნები, რომლებიც საბჭოთა/კომუნისტური სივრცის ნეიტრალიზაციისა და დაშლის შედეგად წარმოიქმნენ. აღნიშნული პროცესი აშშ-სა და საბჭოთა კავშირის სადაზვერვო სამსახურების აქტიური ბრძოლის შედეგია. ამ ბროძლაში წარმატება აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სამსახურმა მოიპოვა.

ცივი ომის პერიოდში, კოლექტიური დასავლეთის საერთაშორისო ასპარეზზე დომინირებისთვის, დამარცხებულ იქნა მისი უმთავრესი მეტოქე, საბჭოთა კავშირი. უკვე პოსტსაბჭოთა სივრცეზე კი მასშტაბური ტემპებით განვითარდა სადაზვერვო სამსახურების ახალი აქტივობა.

პოსტსაბჭოთა სავრცეს გამოარჩევს განსაკუთრებული მახასიათებლები. საბჭოთა-სოციალისტური რესპუბლიკის არსებობის პირობებში, მასში შემავალმა სუბიექტებმა პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და სახელმწიფოებრივი განვითარების მიმართულებებით სხვადასხვა ეტაპები გაიარეს. დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ კი ეს პროცესები მოდიფიცირდა. მათი პოსტსაბჭოთა პოლიტიკური განვითარება ბევრი საერთო ნიშნით ხასიათდება. აღსანიშნავია, რომ ამ ქვეყნებში უცხო ქვეყნების სადაზვერვო ინტერესების გადაკვეთის შედეგად მოხდა სხვადასხვა ხასიათის კონფლიქტების ინსპირირება. მათ რიცხვს მიეკუთვნება: დნესტრისპირეთის სეპარატისტული ხასიათის კონფლიქტი, რომლის მიზანია მოლდოვასაგან დამოუკიდებლობა; აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ხასიათის კონფლიქტები; მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი.

სადაზვერვო აქტივობების შედეგია 1991-1993 წლების სამოქალაქო ომი საქართველოში, რომელიც იმჟამინდელი ხელისუფლების ძალადობრივი დამხობით დასრულდა, აგრეთვე, 1992-1997 წლების სამოქალაქო ომი ტაჯიკეთში.

სადაზვერვო საქმიანობის ნიშნებს შეიცავს პოსტსაბჭოთა სივრცეზე განხორციელებული ფერადი რევოლუციები: 2003 წლის საქართველოს ვარდების რევოლუცია, 2004-2005 წლების უკრაინის ნარინჯისფერი რევოლუცია, 2005 წლის ყირგიზეთის ტიტების რევოლუცია.

დამოუკიდებლობის მიღების პირველივე ეტაპზე, პოსტსაბჭოთა სახელმწიფოები რუსეთის ფედერაციის გარდა, განიცდიდნენ სახელმწიფოს მმართველობის პრაქტიკისა და გამოცდილი პოლიტიკური ელიტის ნაკლებობას. ეს კი ბუნებრივია, ხელს უშლიდა უსაფრთხო საშინაო და საგარეო პოლიტიკის დაგეგმვა-განხორციელებას. ვითარებას ის გარემოებაც ართულებდა, რომ კოლექტიური დასავლეთი ეწეოდა აქტიურ სადაზვერვო საქმიანობას და ამ ფონზე აყალიბებდა ახალ აგენტურულ აპარატს. ამასთან, რუსეთის ფედერაცია, პოსტსაბჭოთა სივრცეზე ფლობდა მასშტაბურ სადაზვერვო-აგენტურულ ქსელს, რომელიც მან მემკვიდრეობით მიიღო საბჭოთა სპეციალური სამსახურებისგან.

PDF (Georgian)

References

 Chinn J., Kaiser R., Russians as the New Minority: Ethnicity and Nationalism in the Soviet Successor States (Boulder, Colo.: Westview Press, 1996). P. 202

 Ismailov, Kengerli, 2003,Исмаилов Э., 2002 (ელდარ ისმაილოვი და ვლადიმერ პაპავა „ცენტრალური კავკასია: გეოპოლიტიკური ეკონომიკის ნარკვევები“, კავკასიის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი, 2007, გვ. 38;

 Kozakiewicz J., Polityka bezpieczeństwa państw bałtyckich [Security policy of the Baltic states], Instytut Studiów Strategicznych, Kraków 2003, p. 105-247.

 Miniotaitė G., ‘Lithuania’s Evolving Security and Defence Policy: Problems and Prospects’, in R. Lopata, J. Novagrockienè, G. Vitkus (ed.), Lithuanian Annual Strategic Review 2006, Military Academy of Lithuania 2007, p. 179.

 Peyrouse S., Nationhood and the Minority Question in Central Asia: The Russians in Kazakhstan, Europe-Asia Studies 59 (2007): P. 484-85.

 Peyrouse, Sébastien (May 2007). Nationhood and the Minority Question in Central Asia. The Russians in Kazakhstan. Europe-Asia Studies. 59 (3): 488–493.

 ბარდახი, ი., 2002. პრაქტიკული გზამკვლევი პოლიტიკის ანალიზში: რვასაფეხურიანი მიდგომა პრობლემათა ეფექტიანი მოგვარებისთვის. საქართველოს ბიზნეს სამართლის ცენტრის გამომცემლობა, თბილისი.მაჭარაშვილი მანანა, პოლიტიკის ანალიზი : სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის, თბ. : სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006 - 98გვ.,http://www.nplg.gov.ge/greenstone3/halftone-library/collection/civil2/document/HASH01c5c679cd386e953429f50f;jsessionid=1E1330E27B94DF9BCF8C4337933E5404?ed=1;

 ბაღათურია გ., ბაღათურია ო., სტრატეგიული დაგეგმვა სახელმწიფოს მართვისა და ბიზნესის ამოცანებში, ევროპის უნივერსიტეტი, 2015, გვ. 123;

 გოგინავა ბ., რეგიონალიზმის თავისებურებები ლათინურ ამერიკაში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი ამერიკისმცოდნეობის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი სადოქტორო პროგრამა: ამერიკისმცოდნეობა ამერიკისმცოდნეობის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარმოდგენილი დისერტაცია თბილისი 2020 გვ.17, https://digitallibrary.tsu.ge/book/2021/apr/dissertations/goginava-disertacia.pdf

 ენდელაძე თ., საგარეო დაზვერვის ობიექტები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის თბილისის უნივერსიტეტი. თბილისი. 2007. გვ.9

 ენდელაძე თ., საგარეო დაზვერვის სამსახურები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის თბილისის უნივერსიტეტი, თბილისი, 2007, გვ.9

 ენდელაძე თ., საგარეო დაზვერვის სამსახურები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის თბილისის უნივერსიტეტი, თბილისი, 2007, გვ.15.;

 ისმაილოვი ე., პაპავა ვ., ცენტრალური კავკასია: გეოპოლიტიკური ეკონომიკის ნარკვევები, კავკასიის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი, 2007, გვ. 98-99;

 კნუტსენი ო., (1991). პატარა ქვეყნები . პოლიტიკა (კასრაძე ნანა, რუსეთი საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი პოლიტიკის მეცნიერების სამაგისტრო პროგრამა ნაშრომი შესრულებულია პოლიტიკის მეცნიერების მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად, თბილისი 2019), გვ.12, https://openscience.ge/bitstream/1/1238/1/ma-thesis.kasradze%20politmec2019.pdf;

 მაისაია ვ., საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები და დეტერმინანტები ცივი ომის შემდეგ, სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტი, თბილისი, 2013 წელი, გვ. 23.

 პაპავა ვ., საქართველოს არჩევანი: ევროკავშირი თუ ევრაზიული ეკონომიკური კავშირი, ექსპერტის აზრი, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდი 2016 წელი, გვ.9, https://digitallibrary.tsu.ge/book/2022/Jul/books/papava.pdf;

 პატარაია დ., საერთაშორისო ურთიერთობები, დისციპლინა და თეორია, გამომცემლობა არტე, თბილისი, 2015, გვ.315-334;

 პატარაია დ., საერთაშორისო ურთიერთობები. დისციპლინა და თეორია. გამომცემლობა არტე, თბილისი, 2015. გვ.8;

 პატიაშვილი ჯ., ოცდასამი წლის შემდეგ, თანაავტორი ელბა ფოლადაშვილი, გამომცემლობა პალიტრა L, 2013, გვ.261;

 სადაზვერვო ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი (მეორე გამოცემა ცვლილებებით და დამატებებით. თბილისი, 2013. გვ.11. http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/9822/3/Sadazgvevo TerminebisGanmartebit i%20leksikoni.pdf

 სადაზვერვო ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი, მეორე გამოცემა ცვლილებებით და დამატებებით, საქართველოს დაზვერვის სამსახური სპეციალური მომზადებისა და გადამზადების ცენტრი, თბილისი 2013, გვ.48, https://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/9822/3/SadazgvevoTerminebisGanmartebiti%20leksikoni.pdf

 სამადაშვილი უ., ევროკავშირისა და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ინტეგრაცია - გლობალური სტაბილურობის პირობა, საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი: გლობალიზაცია და ბიზნესი. #6 / 2018, გვ.1, https://www.eugb.ge/uploads/content/N6/Ushangi-Samadashvili.pdf;

 სანიკიძე გ., ირანი და სამხრეთ კავკასიის ქვეყნები განსხვავებული რეალობები, განსხვავებული შესაძლებლობები, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2022, გვ.101, https://rustaveli.org.ge/res/docs/f2471f78c26a5fa25c0d8a20f91e89b596813588.pdf

 საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიში 01.01.2018-31.12.2018გვ.14;

 ქოიავა რ., ბაღათურია ე., ნიკიტინა ი., საქართველო და რუსეთი: ორმხრივი ხედვა მეოთხედი საუკუნის ურთიერთობებზე კვლევის ანგარიში, საქართველო და რუსეთი დაახლოებასა და დაპირისპირებას შორის: ურთიერთობების 25 წელი, კავკასიური სახლი, 2017, გვ.7, http://regional-dialogue.com/wp-content/uploads/2018/11/Research-GE-rezi-1018.pdf

 ცინცაძე ა., ბაღათურია გ., არჩევანი დემოკრატიის მშენებლობა ტოტალიტარიზმის ეპოქაში-ედუარდ შევარდნაძის გამოცდილება, ბონდო მაცაბერიძის გამოცემლობა ბაკმი, თბილისი, გვ.217;

Creative Commons License

This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 International License.