ანოტაცია
ავტომატური რეგულირების სისტემების შექმნისას, ინჟინრები წინასწარ აწარმოებენ სისტემის სტრუქტურის და მასში შემავალი ელემენტების შერჩევას, ქმნიან სისტემაში შემავალი ელემენტების მათემატიკურ მოდელებს, ატარებენ პარამეტრების გათვლებს - ენერგეტიკულ ანგარიშს და ღებულობენ სისტემის ე. წ. უცვლელ ნაწილს. ენერგეტიკული ანგარიშის შემდგომ, რაიმე ცვლილებების შეტანა, საპროექტო ავტომატური რეგულირების სისტემაში, არასასურველია ან შეუძლებელი.
ამ შემთხვევაში, მარტივი მოწყობილობა, მაკორექტირებელი რგოლი, უზრუნველყოფს სისტემისთვის სასურველ გარდამავალ პროცესს, სისტემის მდგრადობას და სისტემის სასურველ თვისებრიობის მაჩვენებლებს.
ნაშრომში განხილულია ასეთი მაკორექტირებელი მოწყობილობების ჩართვის სქემები, გამოყენების მეთოდები, სხვადასხვა სახის მახასიათებლები და მათი შესაძლებლობები, ავტომატური რეგულირების სისტემებში.
მართვაში შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის მაკორექტირებელი მოწყობილობების გამოყენება, იმის და მიხედვით, თუ რა ტიპის ტექნიკური ამოცანაა გადასაწყვეტი.
წყაროები
Richard C. Dorf, R. H. Modern Control Systems. USA: Pearson Education Inc. 2016;
Nise, Norman S. Control systems engineering California State Polytechnic University, Pomona. Seventh edition, Wiley, 2015;
S. M. Tripathi Modern Control Systems: An Introduction (Engineering Series) Publisher: Jones & Bartlett Learning, May 12, 2008).