ახალი Tweakable ბლოკური ალგორითმი
pdf

საკვანძო სიტყვები

კრიპტოგრაფია
ბლოკური შიფრი
მოდიფიცირებული ჰილის ალგორითმი

როგორ უნდა ციტირება

ჯულაყიძე ლ., ქოჩლაძე ზ., & კაიშაური თ. (2026). ახალი Tweakable ბლოკური ალგორითმი. საერთაშორისო სამეცნიერო - პრაქტიკული კონფერენცია „თანამედროვე გამოწვევები და მიღწევები ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში" შრომები, 4, 451-456. https://papers.4science.ge/index.php/mcaaict/article/view/453

ანოტაცია

თანამედროვე კრიპტოგრაფია წარმოადგენს ქვაკუთხედს კომპიუტერსა და საკომუნი­კაციო უსაფრთხოებას შორის. ის ეფუძნება ისეთ მათემატიკურ ცნებებს როგორიცაა: რიცხვთა თეორია, ალბათობის თეორია, მრავალწევრთა ალგებრა და ა.შ. ნაშრომში წარმოდგენილი და აღწერილია ახალი სიმეტრიული ალგორითმის აგების ორიგინალური მეთოდი. ამ მეთოდის მისაღებად დამუშავებულ იქნა შესაბამისი მასალა, ისეთი როგორებიცაა: სიმეტრიული კრიპტოსისტემა და tweakable ბლოკური შიფრები. თანამედროვე კრიპტოგ­რაფიაში სიმეტ­რიული ბლოკური შიფრები, რომლებიც აგებულია კლასიკური კრიპტოგ­რაფიის პრინციპებზე, შეუცვლელნი არიან ღია არხში დიდი მოცულობის კონფიდენციალური ინფორმაციის გადაცემის დროს. ამავე დროს მათ იმდენად დიდი შესაძლებლობები გააჩნიათ, რომ შესაძლებელია მათი გამოყენება სხვადასხვა კრიპტოგრაფიული კონსტრუქციების ასაგებადაც. ამ შიფრების ძირითადი ნაკლია მათი დეტერმინირებულობა. სწორედ ამ ნაკლის გამოს­წორების მიზნით, დღეს უკვე არსებობს ე.წ. tweakable ბლოკური შიფრები. ეს მიმართუ­ლება წარმოადგენს თანამედროვე კრიპტოგრაფიის ერთ-ერთ ყველაზე ახალ მიმართულებას. ჩვენს ნაშრომში განხილულია ასეთი შიფრის აგების პრობლემა ჰილის ალგორითმის გამოყენებით. როგორც ცნობილია, ჰილის ალგორითმი წარმოადგენს ერთ-ერთ საუკეთესო მეთოდს დიფუ­ზიის მისაღწევად. ნაშრომში ძირითადი ყურადღება ექცევა ჰილის ალგო­რითმის რეალი­ზაციას ისე, რომ ალგორითმი იყოს სწრაფი, რაც წარმოადგენს სიმეტრიული ალგორითმების აუცი­ლებელ თვისებას.

pdf

წყაროები

Shanon C. (1948) Communication theory of secrecy systems. The Bell System Technical Journal. 27: 379–423, 623–656.

Liskov M., Rivest R.L. (2011) Tweakable Block Ciphers. J. Cryptol., 24: 588-613.

Halevi S., Rogaway P. (2003) A Tweakable enciphering mode. Advances in Cryptology -CRYPTO. 27, 29: 1-33.

Lester S. Hill. (1929) Cryptography in an Algebraic Alphabet. The American Mathematical Monthly. 36, 6: 306-312

Bibhudendra Acharya, Sarojkumar Panigrahy, Saratkumar Patra, Canapsti Panda. (2009) Image Encryption Using Advanced Hill Cipher Algorithm. International Journal of Recent Trends in Engineering. 1, 1.

Levani Julakidze, Zurabi Kochladze, Tinatini Kaishauri. New Cryptographic Algorithm. PUBLISHING HOUSE „TECHNICAL UNIVERSITY“, შრომები/Works; (2025), N1(535), ISSN-1512-0996.

https://doi.org/10.36073/1512-0996, https://www.isindexing.com, https://shromebi.gtu.ge/storage/archit/162/1(535).pdf.

Levani Julakidze, Zurab Kochladze, Tinatin Kaishauri. (2021) New Symmetric Tweakable Block Cipher. BULLETIN OF THE GEORGIAN NATIONAL ACADEMY OF SCIENCES. 15 (1): 13-19.

L.E. Julakidze, Z.I. Kochladze, T.V. Kaishauri (2017 by Nova Science Publishers, Inc.) New Tweakable Block Cipher. Computer Science, Technology and Applications. Information and Computer Technology, Modeling and Control. ISBN: 978-1-53612-075-2. 50: 505-513.

Julakidze L.E., Qochladze Z.I., Kaishauri T.V. (2015) Designing of a new tweakable block cipher by using the modified Hill’s algorithm. Georgian Engineering News. 73 (1): 44-49 (in Georgian).

Julakidze L.E., Qochladze Z.I., Kaishauri T.V. (2015) The new symmetric tweakable block cipher. Georgian Engineering News. 73 (1): 50-56 (in Georgian).

Julakidze L.E., Qochladze Z.I., Kaishauri T.V. (2015) A Possibility of constructing a new symmetric tweakable block cipher and a method of calculation of Pearsons’s correlation coefficient. Georgian Engineering News. 76 (4): 39-45 (in Georgian).