ანოტაცია
ინფორმაციული ტექნოლოგიების დინამიურად განვითარების პირობებში და კოდური სტრუქტურების კონკრეტულად განხილვის საფუძველზე შესაძლებელია რთული ინფორმაციული სისტემის მართვის პროცესის ოპტიმიზაციის პრინციპების შემუშავება და მათი დანერგვა სწავლებისა და აღზრდის საქმეში. ამ საკითხის გადაწყვეტა შეიძლება კოდური ჭარბი სტრუქტურების საშუალებით, რადგან შეცდომების ლოკალიზაცია და მათი კორექცია არსებითად არის წონასწორული მდგომარეობიდან გამოსული ინფორმაციული სისტემის კვლავ დაბრუნება საწყის წონასწორულ მდგომარეობაში. გამომდინარე აქედან, კოდური მოდელი არ არის მხოლოდ შეცდომების ლოკალიზაცია - გასწორება, არამედ წარმოადგენს ორგანიზაციისა და მართვის მოდელს.
წყაროები
ანანიაშვილი გულაბერ, ყიფშიძე ზურაბ, თხილაიშვილი რიმა „ოპტიმიზაციის ამოცანის ფორმალიზაციის შესახებ“. II საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის: კომპიუტინგი/ინფორმატიკა, განათლების მეცნიერებები, მასწავლებლის განათლება. მოხსენებათა თეზისები. ბათუმი 2012. გვ. 27.
ყიფშიძე ზ., ანანიაშვილი გ., ქავთარაძე ნ. ,,ცოდნის ათვისების სისტემური წარმოდგენის შესახებ”, ჟურნალი „ინტელქტი“. თბილისი 2012 წ.