ანოტაცია
ციფრულმა ტექნოლოგიებმა ახალი ციფრული ეპოქა შექმნა, რომლის საფუძველზე მოძიებული ინფორმაცია დღევანდელ ცხოვრებაში გვევლინება როგორც განძი, ხოლო ინფორმაციული ექნოლოგიები - ქვეყნის განვითარების მთავარი ინდიკატორი. მსოფლიოში გლობალური ინფორმაციული სისტემების შექმნა სწრაფად მიმდინარეობს და მიზანია რეალური დროში ნებისმიერი დაინტერესებული ადამიანისთვის ინტერნეტ-სივრცეში ინფორმაციის მიწოდება გახადოს სანდო.
თანამედროვე ტექნოლოგიები მასწავლებელს საშუალებას აძლევს სასწავლო პროცესი ინტერაქტიულად და საინტერესოდ წარმართოს, უფასო და მარტივად მოსახმარი ციფრული ინსტრუმენტები ყველასთვის ხელმისაწვდომი და აღქმადი გახადოს, რომლისთვისაც მხოლოდ კომპიუტერული სისტემა და ინტერნეტთან კავშირია საჭირო, ხოლო არამიზნობრივ გამოყენებას ახლავს გამოწვევები და საფრთხეები, კერძოდ, ინფორმაციული წიგნიერების დეფიციტი, ინფორმაციის მოძიება, გავრცელებასთან, გამოყენებასთან დაკავშირებული ფაქტორები, პირადი მონაცემების ხელყოფა და სხვა.
ციფრულ სამყაროსთან ურთიერთობისას მნიშვნელოვანია თანამედროვე მასწავლებელს გააჩნდეს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების უსაფრთხო და ეთიკური მოქმედებისკენ აუცილებელი კომპეტენციები, რაც ციფრულ მოქალაქედ აქცევს.
წყაროები
ბოხუა ე, „საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნოლოგიები განათლებასა და მეცნიერებაში“, მეცხრე საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, 2023;
გლანცი ჯ, „სწავლება 101: საკლასო სტრატეგიები დამწყები მასწავლებლებისთვის“, თბილისი, 2016;
გონაშვილი რ. „რატომ არის საჭირო სწავლებაში ტექნოლოგიების ინტეგრირება“. მოძიებულია 15 სექტემბერი, 2025, https://mastsavlebeli.ge/?p=3987 ;
დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი. მოძიებულია 12 სექტემბერი, 2025, https://old.tpdc.ge/uploads/pdf_documents/informaciuli%20standarti.pdf
დგებუაძე მ, გიორგაძე მ. „მულტიმედიური საშუალებების გამოყენების როლი სწავლების პროცესში“. „განათლება, კვლევა პრაქტიკა - შრომები“ . საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია. იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი. თელავი, 2015;
იავიჩი მ, იაშვილი გ, „ინტერნეტში უსაფრთხოების გზამკვლევი ბავშვებისთვის, ასაკი: 6-11 წელი“ , გამომცემლობა „World Vision” , თბილისი., 2020;
კავთუაშვილი მ. „ონლაინ ბავშვობის საფრთხეები“, მოძიებულია 15 სექტემბერი, 2025, https://mastsavlebeli.ge/?p=20285 ;
ლობჟანიძე ს, სიხარულიძე მ, ურჩუხაშვილი გ, „ციფრული მოქალაქეობა საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში - გამოწვევები და დანერგვის გზები“, მონოგრაფია, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2024;
ნიქაბაძე ვ, ერაძე მ, „სასწავლო პროცესის ტრანსფორმაცია ტექნოლოგიების გამოყენებით - პრაქტიკული გზამკვლევი სკოლებისთვის“, გამომცემლობა „World Vision” , თბილისი, 2022;
ცაგურია ზ, „ინფორმაციული ტექნოლოგიები“, მასწავლებლის გზამკვლევი, თბილისი, 2015;