ანოტაცია
სოციალური მედია XXI საუკუნეში წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ფენომენს, რომელიც მნიშვნელოვნად ახდენს ზეგავლენას საზოგადოებრივ აზრზე. პლატფორმები, როგორიცაა Facebook, Instagram, TikTok და YouTube, ახალგაზრდებს აძლევენ კომუნიკაციის, თვითრეალიზაციის, კრეატიულობისა და ინფორმაციის სწრაფად მიღების შესაძლებლობას. თუმცა ამავდროულად, სოციალური მედია ზრდის დეზინფორმაციის გავრცელების რისკს, ხელს უშლის კრიტიკულ აზროვნებას, შესაძლოა ფსიქოლოგიური ზემოქმედებაც მოახდინოს და შექმნას საინფორმაციო ბუშტები, სადაც მომხმარებელი იღებს მხოლოდ საკუთარი შეხედულებების დასტურ ინფორმაციას.
სტატია წარმოადგენს ანალიტიკურ მიმოხილვას, რომელიც აერთიანებს როგორც საერთაშორისო გამოცდილებას, ისე ქართულ რეალობას. განხილულია სოციალური მედიის დადებითი და უარყოფითი მხარეები, საინფორმაციო ტექნოლოგიების (ICT) როლი ინფორმაციის სანდოობის უზრუნველყოფასა და ფაქტების შემოწმების (fact-checking) პროცესებში. სტატია ასევე იძლევა რეკომენდაციებს სოციალური მედიის უპასუხისმგებლო გამოყენების შემცირების მიზნით.
წყაროები
Boyd, D. (2014). It's Complicated: The Social Lives of Networked Teens. Yale University Press.
Livingstone, S., & Helsper, E. (2007). Gradations in digital inclusion: Children, young people and the digital divide. New Media & Society, 9(4), 671–696.
Rideout, V., & Robb, M. (2018). Social Media, Social Life: Teens Reveal Their Experiences. Common Sense Media.
UNESCO. (2021). Media and Information Literacy Curriculum.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2023). ახალგაზრდობისა და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება საქართველოში.
EUvsDisinfo. (2022). Fact-checking initiatives in the European Union.