F5 WAF-ის გვერდის ავლა პოსტ-ექსპლუატაციის დროს მონაცემების ექსფილტრაციისთვის
pdf (English)

საკვანძო სიტყვები

მონაცემების ექსფილტრაცია
პოსტ-ექსპლუატაცია
F5 WAF
ვებ აპლიკაციების Firewall-ის გვერდის ავლა
ენკოდირება
შიფრაცია
კიბერუსაფრთხოება
მართვა და კონტროლი
C2
სტატიკური ანალიზი
დინამიური ანალიზი
SIEM
IDS/IPS

როგორ უნდა ციტირება

ბიჩნიგაური ა., შონია ლ., & შონია ი. (2025). F5 WAF-ის გვერდის ავლა პოსტ-ექსპლუატაციის დროს მონაცემების ექსფილტრაციისთვის. საერთაშორისო სამეცნიერო - პრაქტიკული კონფერენცია „თანამედროვე გამოწვევები და მიღწევები ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში" შრომები, 4, 89-93. https://papers.4science.ge/index.php/mcaaict/article/view/372

ანოტაცია

კიბერშეტევის პოსტ-ექსპლუატაციის ფაზაში კიბერდამნაშავეები აღწევენ თავიანთ საბო­ლოო მიზნებს, რომლებიც ხშირად ფოკუსირებულია მნიშვნელოვანი მონაცემების ექსფილ­ტრაციაზე. მიუხედავად იმისა, რომ ვებ აპლიკაციების Firewall-ები (WAF), მაგალითად, როგორიცაა F5 Networks, კრიტიკულ თავდაცვის ფენას წარმოადგენს. მათი დამოკიდებულება სტატიკურ და ხელმოწერაზე დაფუძნებულ აღმოჩენაზე შეიძლება მნიშვნელოვანი დაუც­ველობის მიზეზი გახდეს. ეს სტატია იკვლევს პრაქტიკულ მეთოდოლოგიას F5 WAF დაცვის გვერდის ავლით, რათა უზრუნველყოფილი იყოს მონაცემთა ეფექტური ექსფილტრაცია საწყისი კომპრომეტირების შემდეგ. ტექნიკა მოიცავს მრავალშრიანი ენკოდირების სქემას (Base64, Reversal და Hexadecimal კოდირება), რომლებიც გამოიყენება როგორც თავდამსხმელის ბრძანებებზე HTTP მოთხოვნაში, ასევე მოპარულ მონაცემებზე HTTP პასუხში. ეს პროცესი ეფექტურად ფარავს მავნე ბრძანებებს თავდაცვის სტატიკური წესების ნაკრებებისგან. სტა­ტიაში დეტალურადაა განხილული ეტაპობრივი მეთოდოლოგია, სტატიკური ანალიზის თან­დაყოლილი შეზღუდვები WAF-ებში და წარმოდგენილია პოტენციური გადაწყვეტი­ლებები თავდაცვისთვის, მათ შორის დინამიური ანალიზი, პარამეტრების ვალიდაცია და ქცევითი ანომალიების აღმოჩენა. დასკვნა ხაზს უსვამს ცვალებად საფრთხეთა ლანდშაფტს და გვთა­ვაზობს სამომავლო კვლევის მიმართულებებს, როგორიცაა მორგებული დაშიფვრის და ასი­მეტრიული კრიპტოგრაფიის გამოყენება მონაცემების უფრო დახვეწილი გზებით ექსფილტ­რაციისთვის.

pdf (English)

წყაროები

A. Bichnigauri, I. Kartvelishvili, L. Shonia - “Development and implementation of a model of an effective mechanism for preventing phishing and malicious code websites in a web browser environment”, Georgian Technical University International Scientific-Practical Conference “Modern Challenges and Achievements in Information Technologies - 2023”

A. Bichnigauri, O. Shonia - “Means for detecting IoT devices in a local network to ensure their cybersecurity”, Scientific Works. Automated Control Systems. № 1(32), Vol.1. Tbilisi, 2021

A. Bichnigauri, O. Shonia, T. Kaishauri - "Detecting Suspicious Domain Names for Cyber Threat Identification Using CTL Technology", International Scientific-Practical Conference "Innovations and Modern Challenges - 2022" dedicated to the 100th anniversary of the Georgian Technical University and the 65th anniversary of the Faculty of Information Systems, Tbilisi, 2022

OWASP CRS: https://owasp.org/www-project-modsecurity-core-rule-set/

F5 Networks, "What is a Web Application Firewall (WAF)?", https://www.f5.com/glossary/web-application-firewall-waf

MITRE ATT&CK, "Obfuscated Files or Information - T1027", https://attack.mitre.org/techniques/T1027/

MITRE ATT&CK, "Exfiltration - T1020", https://attack.mitre.org/techniques/T1020/