ანოტაცია
სტატიაში განხილულია ნივთების ინტერნეტის (IoT) ეკოსისტემაში უსაფრთხოების კრიტიკული გამოწვევები და აღწერილია Microsoft Azure Sphere-ის შესაძლებლობები, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პლატფორმას IoT მოწყობილობების დაცულობის უზრუნველსაყოფად. კვლევა აერთიანებს უსაფრთხოების ინოვაციურ მიდგომებს, მათ შორის Zero Trust არქიტექტურას, Cybersecurity Mesh-ს, ბლოქჩეინზე დაფუძნებულ იდენტობის მართვასა და PUF ტექნოლოგიებს, რაც ხელს უწყობს IoT ინფრასტრუქტურის მდგრადობასა და მასშტაბურობას. წარმოდგენილი ანალიზი აჩვენებს, რომ Azure Sphere-ის ინტეგრაცია Azure IoT Central-თან ამარტივებს არა მხოლოდ მოწყობილობების უსაფრთხოებას, არამედ მონაცემთა მონიტორინგსა და ოპერატიულ ანალიტიკას. შედეგად, კვლევა მიუთითებს, რომ IoT უსაფრთხოების მომავალი ეფუძნება ინტეგრირებულ მოდელს, სადაც გაერთიანებულია ხელოვნური ინტელექტი, ღრუბლოვანი სერვისები და ახალი თაობის ავთენტიფიკაციის მეთოდები.
წყაროები
O. Shonia, N.Topuria, K. Kulijanovi, Collect and Analyse Log Data with Cloud Services, მოამბე საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, N3, v15, 2021.
ნ. თოფურია, დ. სიჭინავა, თ. ხატიაშვილი, ინფორმაციის უსაფრთხოების დაცვა ორგანიზაციის ციფრული ტრანსფორმაციის დროს, საერთ. სამეცნ.- პრაქტიკული კონფერენცია: „ინოვაციები და თანამედროვე გამოწვევები 2022“ სამეცნიერო შრომათა კრებული, 2022.
ნ. თოფურია, ბიზნეს-პროცესების ავტომატიზაცია Sharepoint Server-ის ბაზაზე. მონოგრაფია, სტუ, თბილისი, 2017. ISBN 978-9941-20-912-3.
Azure IoT Central documentation, https://docs.microsoft.com/en-us/azure/iot-central
What is Azure Sphere?, https://learn.microsoft.com/en-us/azure-sphere/product-overview/what-is-azure-sphere