ანოტაცია
კიბერუსაფრთხოება თანამედროვე ციფრულ ეპოქაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომელიც ეხება როგორც ინდივიდებს, ისე სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს. მოცემულ სტატიაში განხილულია აკადემიური საზოგადოების – კერძოდ, ლექტორებისა და სტუდენტების – კრიტიკული როლი კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების პროცესში. კვლევის საფუძველზე დასკვნა გაკეთდა, რომ აკადემიური საზოგადოების აქტიური ჩართულობა უზრუნველყოფს ცოდნის გავრცელებას, კიბერჰიგიენის კულტურის გაძლიერებას და ქვეყნის კიბერმედეგობის ზრდას. სტატიაში გამოვლინდა ინსტიტუციური მექანიზმები, რომლებიც ხელს უწყობენ უსაფრთხო ციფრული გარემოს ჩამოყალიბებას, და შემოთავაზებულია კოლაბორაციული მოდელი ლექტორებისა და სტუდენტების ურთიერთთანამშრომლობისთვის.
წყაროები
ა. ბიჩნიგაური, ი. ქართველიშვილი, ლ. შონია - „ფიშინგისა და მავნე კოდის მქონე ვებგვერდების პრევენციის ეფექტური მექანიზმის მოდელის შემუშავება და რეალიზაცია ვებბრაუზერის გარემოში“, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „თანამედროვე გამოწვევები და მიღწევები ინფორმაციულ ტექნოლოგიებში - 2023“
ა. ბიჩნიგაური, ი. ქართველიშვილი, ლ. შონია - Unveiling Quishing: The Dark Side of QR Codes in Cyber attacks, ჟურნალი „თავდაცვა და მეცნიერება“. ტომ. No. 2 (2023), DOI: https://doi.org/10.61446/ds.2.2023.7412
ა. ბიჩნიგაური, ი. ქართველიშვილი, ლ. შონია - Strengthening Cyber Defenses - The Crucial Role of Phishing Simulation in Modern Security Strategies, ჟურნალი „თავდაცვა და მეცნიერება“. ტომ. No. 3 (2024), DOI: https://doi.org/10.61446/ds.3.2024.8467
კიბერუსაფრთხოების სფეროში ცნობიერების ამაღლების 2025-2030 წლების სტრატეგია - https://dga.gov.ge/files/mUMPR8s3w59z.pdf
ENISA (European Union Agency for Cybersecurity). (2021). Cybersecurity Education in the EU.