ანოტაცია
სტატიაში დასმულია საკითხი ქართული ისტორიული კოსტიუმის შესწავლის საქმეში სხვადასხვა ეპოქის უცხოური წერილობითი და სახვითი წყაროების, მათ შორის გერმანულენოვანი წყაროების მნიშვნელობის შესახებ. განხილულია XVI- XIX საუკუნეების მოგზაურული ლიტერატურა, ისტორიულ-გეოგრაფიული ატლასები, შემეცნებითი ალბომები, მკვლევართა ანგარიშები, რომლებშიც აღწერილია ქართველთა ყოფითი სურათები და დართულია საილუსტრაციო მასალები. მიმოხილულია თითოეული ავტორის მოგზაურობის მიზანი და მოცემულია მათი მოკლე ბიოგრაფიული მონაცემები. გაანალიზებულია გრავიურებზე წარმოდგენილი სამოსი და შედარებულია ისინი თანადროულ ქართულ სახვით მასალებში წარმოდგენილ ჩაცმულობასთან. შესაბამისად გაკეთებულია დასკვნა, რომ ფასეულია თვითმხილველი დამკვირვებლის მიერ შექმნილი სახვითი მასალა, რომელიც თვალსაჩინოდ წარმოგვიჩენს კოსტიუმის ფორმას, სილუეტს და ზოგიერთ შემთხვევაში დეკორირებასა და ფაქტურასაც. ასევე, დასმულია საკითხი უცხოური წყაროების შემდგომი კვლევის აუცილებლობის შესახებ ქართული კოსტიუმის ევოლუციის სრულყოფილი პანორამის წარმოჩენისათვის.
წყაროები
Reisen des Johannes Schiltberger aus München in Europa, Asia und Afrika von 1394 bis 1427. Auf Kosten des Herausgebers, 1859.
მამისთვალიშვილი ე. საქართველო ჰანს შილტბერგერის „მოგზაურობის წიგნში“. მაცნე 1980, N2, თბილისი: მეცნიერება 1980
Cosmographia. Beschreibung aller Lender durch SebastianumMünsterum: in welcher begriffen aller Voelker, Herrschaften, Stetten, und namhafftiger Flecken, herkommen: Sitten,Gebreüch, Ordnung, Glauben, Secten und Hantierung durch die gantze Welt und fürnemlich Teütscher Nation (Getrucktzu Basel: durch Henrichum Petri 1544).
Leonhard Rauwolf, Aigentliche beschreibung der Raiss in die Morgenlaender 5. Schweigger, Salomon. „Newe Reyßbeschreibung auß Teutschland nach Constantinopel und Jerusalem“ Nuremberg / Gratz, Johann Lantzenberger / Akademische Druck 1608
https://www.flickr.com/…/csem_arch…/albums/72157713158285013
https://www.britishmuseum.org/collection/object/W_1974-0617-0-1-18
Schillinger, Franz Caspar Persianische und Ost-Indianische Reis, welche F. C. Schillinger ... mit P. W. Weber, und P. W. Mayr ... durch das Türkische Gebiet im Jahr 1699. angefangen, und 1702. vollendet ... Neben Beschreibung vieler Orientalischen Völckern ... Von obengemeldtem Authore aufgezeichnet; durch einem guten ...Johann Christoph Lochner, 1707
გიულდენშტედტის მოგზაურობა საქართველოში ტ .1/ გერმ . ტექსტი ქართ . თარგმანითურთ გამოსცა და გამოკვლევა დაურთო გ . გელაშვილმა ; საქ . სსრ მეცნ . აკად ., 1962.
Johann Anton Güldenstädt Reisen durch Russland und im Caucasischen Gebürge, Том 1. Bearbeitet von P. S.Pallas 1787.
Heinrich Julius von Klaproth Beschreibung der russischen Provinzen zwischen dem kaspischen und schwarzen Meere, Maurer, 1814.
გელაშვილი გ. იულიუს კლაპროტის ცნობები დასავლეთ საქართველოს შესახებ, „ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები“, N1-2, გამომცემლობა „უნივერსალი,“ თბილისი, 2018. გვ . 283-298.
Arts and Culture https://artsandculture.google.com/asset/view-of-tiflis-paul-von-franken/
Daheim: ein deutsches Familienblatt mit Illustrationen, Том 4; Daheim-Expedition (Velhagen & Klasing), 1868.
უგრეხელიძე ი., ქარციძე ნ., ჩუბინიძე ე. ქართული კოსტიუმი უცხოურ წერილობით და სახვით წყაროებში. ქუთაისი: აწსუ 2021.