ეკოტურიზმის როლი საქართველოს ტურიზმის მდგრად განვითარებაში
ანოტაცია
გარემოს და განვითარების პოლიტიკის ერთ ჭრილში განხილვის აუცილებლობა ფართოდ არის გაცნობიერებული მსოფლიოში მას შემდეგ, რაც „მდგრადი განვითარება“ ჩამოყალიბდა, როგორც საზოგადოების განვითარების წარმმართველი პრინციპი. მრავალი ქვეყნისათვის გარემოსდაცვითი ასპექტების განხილვა ტურიზმის დარგთან კავშირში ერთი-ერთი მთავარი სექტორული გამოწვევა გახდა.
დღევანდელ მსოფლიოში არსებული ცხოვრების მაღალი სიჩქარისა და ურბანიზაციის პირობებში, ეკოტურიზმი ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად ჩამოყალიბდა. როგოც მსოფლიო ტურიზმის ასოციაცია, ასევე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ეკოტურიზმი აღიარებულ იქნა პრიორიტეტულ მიმართულებად. ის მსოფლიოს მდგრადი განვითარების საკითხში უმნიშვნელოვანესი ფაქტორი გახდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნაშრომი ეძღვნება საქართველოს ეკოტურისტული პოტენციალის შენარჩუნებას და მისი განვითარებისთვის განსახორციელებელი ღონისძიებების იდენტიფიცირებას.
ნაშრომში აღწერილია ეკოტურიზმის ძირითადი მიმართულებები და მასში არსებული პრობლემები; განსაზღვულია მისი განვითარების შესაძლებლობები; ასევე, მოცემულია ემპირიული კვლევა, რომლის მიზანსაც წარმოადგენს საქართველოში ეკოტურიზმის განვითარების შემაფერხებელი და ხელშემწყობი ფაქტორების გამოკვეთა. აღნიშნული კვლევისა და ეკოტურიზმში მომუშავე გიდების გამოკითხვის ანალიზის შედეგად განვსაზღვრეთ საკვლევი თემისათვის აქტუალური საკითხები.
ნაშრომის ძირითადი ამოცანაა კვლევის საფუძველზე მიღებული დასკვნების შედეგად შემუშავებული რეკომენდაციები დაინერგოს და გამოყენებულ იქნას ქვეყანაში მდგრადი ტურიზმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სახეობის - ეკოტურიზმის განვითარებისა და ხელშესაწყობისთვის.
წყაროები
დაცული ტერიტორიების სააგენტო. (2022). მოპოვებული www.apa.ge: https://apa.gov.ge/ge/statistika/vizitorta-statistika/2022-wlis-vizitorta-statistika-daculi-teritoriebis-mixedvit-დან
კერესელიძე, ბ. (2020). ეკოტურიზმი – ტურიზმის მდგრადი განვითარების საწინდარი. მოპოვებული geoeconomics: http://geoeconomics.ge/?p=12849-დან
მეტრეველი, მ. (2012), გარემო და ეკოტურიზმის მენეჯმენტი, ფავორიტი პრინტი, თბილისი
მეტრეველი, მ. (2004), ტურიზმი და გარემოს დაცვა - ეკოტურიზმის საფუძვლები, ფორმა, თბილისი
მეტრეველი, მ. (2007), კახეთი - ვაშლოვანისა და ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები - გზამკვლეცი ტურისტებისათვის, საგამომცემლო სახლი “GAT”, თბილისი
Lorena Rivera, L., & Sacha , W.-V. (2022). Global Innovation Index 2022. World Intellectual Property Organization (WIPO).
UNWTO. (2021, 8 7). https://www.unwto.org/international-tourism-and-covid-19. Retrieved from unwto.org: www.unwto.org: https://www.unwto.org/