საქართველოს ტურიზმის რეგიონული განვითარების მნიშვნელობა
ანოტაცია
ეკონომიკური განვითარების მისაღწევად დიდი მნიშვნელობა ენიჭება რეგიონულ განვითარებას. საერთაშორისო გამოცდილება ცხადყოფს, რომ ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა დიდწილადაა დამოკიდებული არა მარტო საერთო ეროვნული, არამედ რეგიონული განვითარების პოლიტიკის ეფექტიან დაგეგმვასა და განხორციელებაზე, ძლიერ და კონკურენტუნარიან რეგიონებზე. რეგიონული განვითარება განიხილება როგორც უმნიშვნელოვანესი ფაქტორი საერთო ეროვნული წარმატების მისაღწევად.
რეგიონულ დონეებზე იგეგმება თანამედროვე ტიპის ცალკეული ინსტიტუცი-ების თუ პილოტური ცენტრების შექნის ხელშეწყობა, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებული კერძო-საჯარო პარტნიორობის მოდელების გამოყენების წახალისება. რეგიონული პოლიტიკის მიმართულებების და შესაბამისად დამტკიცებული სტრატეგიების წარმატებული განხორციელებისთვის დიდ მნიშვნელობას იძენს უახლოეს მომავალში კონკრეტული სამოქმედო გეგმების ინკლუზიური შემუშავება და განხორციელება, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება ქმედითი მონიტორინგისა და შეფასების ინსტრუმენტებით და შესაბამისად გაზომვადი ინდიკატორების ერთობლიობით.
წყაროები
Metreveli M., Timothy D., „Tourism, Progress and Peace“, Chapter 9., „Effects of the August 2008 War in Georgia on Tourism and Its Resources“, Edited by I Kelly, University of Western Australia, Australia, O Moufakkir, Stenden University, Netherlands, 2010. (In English).
Metreveli M., The English‐Georgian Explanatory Dictionary of Tourism. Tbilisi., 2006. (In Georgian).
Metreveli M., Tourism Economics and Politics. Tbilisi., 2011. (In Georgian).
UNWTO World Tourism Barometer (2013). (In English).
The Travel & Tourism, Report 2013. (In English).
World Travel & Tourism Council (WTTC) | Travel & Tourism. wttc.org. http://www.wttc.org/‐/media/files/reports/economic%20impact%20research/regional%202015/world2013.pdf
http://www.wttc.org/research/economic‐research/economic‐impact‐analysis/
http://www3.weforum.org/docs/WEF_TT_Competitiveness_Report_2013.pd