შრომისა და დასაქმების რეგულირების ზოგიერთი ორგანიზაციული საკითხის შესახებ
PDF (English)

საკვანძო სიტყვები

Labor
Employment and Unemployment
Organizational structure
Law on Employment
Employment Service
Labor and employment policy

როგორ უნდა ციტირება

ტუღუში მ. (2020). შრომისა და დასაქმების რეგულირების ზოგიერთი ორგანიზაციული საკითხის შესახებ . საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში შრომების კრებული, 5, 396-407. https://papers.4science.ge/index.php/cgeb/article/view/18

ანოტაცია

სტატიაში მოკლედ დახასიათებულია საქართველოში ,,ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს” ორგანიზაციული სტრუქტურისა და დებულების ცვლილების მდგომარეობა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე. გაკეთებულია დასკვნა, რომ შრომის, სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის სამინისტროს, როგორც დამოუკიდებელი სამთავრობო სტრუქტურის ჯანმრთელობის სამინისტროსთან გაერთიანების, მომდევნო წლებში კი მისი კიდევ უფრო გამსხვილების შედეგად შრომის, დასაქმებისა და უმუშევრობის პრობლემებისადმი ყურადღება საგრძნობლად შემცირდა. აღნიშნულის დასადასტურებლად დეტალურადაა დახასიათებული, რეფორმირების ცალკეულ ეტაპზე, ზემოაღნიშნული სამინისტროს დებულებაში შეტანილი ცვლილებები.

საქართველოში უმუშევრობის ეფექტიანი რეგულირებისათვის, რომელიც მოსახლეობის მიერ არაერთგზის, მთავარ პრობლემად იქნა აღიარებული, სხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებთან ერთად, აუცილებელია შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის განმტკიცება, კერძოდ, კი ,,დასაქმების შესახებ“ კანონის მიღება, რომლის მოქმედება, 2006 წელს, სრულიად დაუსაბუთებლად იქნა შეჩერებული. ავტორი მიიჩნევს, რომ ,,შრომის კოდექსი“, რომლის მიღებით ,,დასაქმების შესახებ“ კანონი ძალადაკარგულად გამოცხადდა, ვერ ცვლის (ფარავს) ამ კანონის ნორმებს, ისინი ერთმანეთს ავსებენ, ანუ ორივე საჭიროა.

ამჟამად, საქართველოში, შრომის, დასაქმებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სამინისტროს, როგორც დამოუკიდებელი სამთავრობო სტრუქტურის შექმნის მოთხოვნა არარეალურია. თუმცა, არსებული სამინისტროს აპარატში შრომის, დასაქმებისა და უმუშევრობის სამსახურის განმტკიცება, შესაძლებელია. ავტორის აზრით, აუცილებელია ,,დასაქმების კანონის“ მოთხოვნების სარეალიზაციოდ, პირვანდელი ფუნქციებით აღდგეს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტი, ასევე დასაქმების სახელმწიფო სამსახური, რაც შრომისა და დასაქმების კერძო სამსახურებთან ერთად მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყანაში უმუშევრობის ეტაპობრივად დაძლევაში.

PDF (English)

წყაროები

საქართველოს რესპუბლიკის კანონი ,,დასაქმების შესახებ“, თბილისი, 1991 წლის 25 ივლისი, N 185;

საქართველოს კანონი ,,დასაქმების შესახებ“, თბილისი, საქართველოს კანონი ,,დასაქმების შესახებ“, თბილისი, 2001 წლის 28 სექტემბერი, N 1084- Iს;

საქართველოს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის 2019-2023 წლების ეროვნული სტრატეგია საქართველოს მთავრობის დადგენილება №662, დანართი 1,

მოხსენება 2019 – 2020 წლების სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ 2019 – 2020 (სექტემბერი, 2019 - მაისი, 2020) http://www.parliament.ge/ge/kanonmdebloba/announcements-all/announcements-main/2019-2020.page

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულება, საქართველოს მთავრობის დადგენილება №473, 2018 წლის 14სექტემბერი, ქ. თბილისი;

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულება, საქართველოს მთავრობის დადგენილება №47, 2004 წლის 7 ივნისი, ქ. თბილისი;

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №01-110/ნ, სსიპ-დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ, 2019 წლის 31 ოქტომბერი, ქ.თბილისი;

არჩვაძე ი. (2013) შრომითი მიგრაციის გავლენა შრომის ბაზრის მდგომარეობის მახასიათებელ ინდიკატორებზე. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, “უნივერსალი”, თბ.,;

პაპავა ვ. (2009)ოთხი წელი „ვარდისფერ პარლამენტში“, თბ.,;

ტუღუში მ., (2018) უმუშევრობის დონის ცვლილების ტენდენციები საქართველოში და მისი რეგულირების მიმართულებები. გლობალიზაცია და ბიზნესი, #5;

Tugushi, M. (2018). TRENDS OF CHANGES IN UNEMPLOYEMENT LEVEL IN GEORGIAAND DIRECTIONS OF ITS REGULATION. Globalization and Business, 3(5), 148-153.

ტუღუში მ., (2018) სტატია, კანონი ,,დასაქმების შესახებ“ - ადამიანური რესურსების მართვის საკანონმდებლო ბაზის მნიშვნელოვანი კომპონენტი, სტატია პროფესორ გიორგი პაპავას დაბადებიდან 95-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალების კრებულში:,,ეკონომიკისა და ეკონომიკური მეცნიერების განვითარების თანამედროვე ტენდენციები''თბ., 6-7 ივლისი.

Tugushi, M. (2018). Law ,,about employment“ - significant component of human resource management legislative base. Proceeding of Materials of International Scientific Conference Dedicated to the 95th Birth Anniversary of Professor George Pagava: Modern Tendencies of Development of Economy and Economic Science, 214-218.

ტუღუში მ. (2018). კანონი "დასაქმების შესახებ" - ადამიანური რესურსების მართვის საკანონმდებლო ბაზის მნიშვნელოვანი კომპონენტი. პროფესორ გიორგი პაპავას დაბადებიდან 95-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალების კრებული ეკონომიკისა და ეკონომიკური მეცნიერების განვითარების თანამედროვე ტენდენციები, 214-218. https://papers.4science.ge/index.php/pfge/article/view/5