მწვანე ტექნოლოგიების როლი ბიზნესის წარმატებასა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში
მწვანე ბიზნესი
DOI:
https://doi.org/10.52340/9789941993091ანოტაცია
ნაშრომში მოცემულია მწვანე ბიზნესისა და მწვანე ეკონომიკის ზოგადი მიმოხილვა, ბიოტექნოლოგიური მეცნიერებისა და ბიზნესის ურთიერთკავშირის აქტუალური საკითხები და თანამედროვე გამოწვევები; განხილულია სამეცნიერო ბიზნესის განვითარების თავისებურებები ბიოტექნოლოგიაში; მოწოდებულია ბიზნესის გამწვანების გზები, რამეთუ მწვანე ტექნოლოგია გარდა გარემოს დაცვითი და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისა, უზრუნველყოფს კომპანიის იმიჯის გაუმჯობესებას და მისი ეკონომიკური ეფექტიანობის ამაღლებას; განხილულია მწვანე ტექნოლოგიების როლი მომხმარებლის ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებაში, ეკომეგობრულ პროდუქტებზე მოთხოვნის ზრდის სტიმულირებაში, პროდუქტისა და მომსახურების ეკოლოგიურ უსაფრთხოებასა და მათი ხარისხის გაუმჯობესებაში, მდგრადი წარმოების განვითარებაში; ნაშრომში განხილულია მსოფლიოს საუკეთესო მწვანე ტექნოლოგიური კომპანიები, მათი მიღწევები და ძირითადი მახასიათებლები; განხილულია STEM კონცეფციის როლი და მისი მწვანე ბიზნესში ინტეგრირების გამოწვევები. ასევე, STEM გუნდებში კრეატიულობისა და ინოვაციების ხელშეწყობის საკითხები, გარღვევაზე ორიენტირებული STEM ჯგუფის შექმნის მნიშვნელობა; ნაშრომი, ბიოტექნოლოგიური მეცნიერებისა და ბიზნესის თანამშრომლობის გზებისა და წარმატებული მსოფლიო გამოცდილების გაზიარებით, ასევე, მწვანე ბიზნესის თავისებურებებისა და მისი მრავალმხრივ ეფექტიანობის დასაბუთებით, ხელს შეუწყობს ბიზნესის გამწვანების მოტივაციის ამაღლებას, ქვეყანაში ეკოლოგიურად უსაფრთხო გარემოს შექმნას.