ანოტაცია
სტატიაში განხილულია აჭარის ნაძვნარ-სოჭნარი ტყეების ტიპოლოგიური კლასიფიკაცია. ეკოლოგიურ ჯგუფებში გაერთიანებულია ბიოლოგიურად ერთგვაროვანი ძირითადი და მეორადი (წარმოებული) ტყის ტიპები, რომლებიც განიხილეთ, ზღვის დონიდან სხვადასხვა სიმაღლეზე ადგილსამყოფელოს (ეკოტოპების) მიხედვით. თითოეული ტყის ტიპისათვის დამახასიათებელია სატყეო სატაქსაციო მაჩენებლები, როგორიცაა: შემადგენლობა, ბონიტეტი, სიხშირე, კორომის საშუალო სიმაღლე და საშულო დიამეტრი, აგრეთვე სიმაღლე ზღვის დონიდან, ექსპოზიცია, ფერდობის დაქანების სიმკვეთრე, ნიადაგის სიღრმე, გენეზისური წარმოშობა. წარმადი კორომების მისაღებად თითოელ ტყის ტიპისათვის დასახულია შესაბამისი სამეურნეო ღონისძიებები.
წყაროები
გ. გიგაური საქართველოს ტყეები. თბილისი. 2004. გვ. 67-69;
ვასაძე რ., & სვანიძე მ. (2003). მთიანი აჭარის წიფლნარების ტიპოლოგიური კლასიფიკაცია. სამთო მეტყევეობის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომების კრებული, 39, 37-45.
მ. სვანიძე ტყის ტიპების დადგენის და გამოყოფის ბუნებრივი კრიტერიუმები. გამომცემლობა „გულანი“ – 2003.