პროექტების მართვის შესაძლებლობების ფართო არეალი ბიზნესში და ბარიერის გადალახვის გზები ციფრული ტექნოლოგიების დახმარებით
ანოტაცია
ბიზნეს გარემოში პროცესების უკეთ მართვისა და სასურველ შედეგებზე გასვლის თვალსაზრისით, უფრო და უფრო აქტუალური ხდება ინფორმაციული სისტემების სხვადასხვა პროგრამული პაკეტების ეფექტური გამოყენება, რომელიც დახმარებას გაუწევს საქმიანობის ერთიანი ფუნქციონალური გარემოს შექმნას. ამავდროულად მმართველობით ჯგუფს მისცემს იმის საშუალებას, რომ მოიზიდოს და გაითვალისწინოს პარტნიორთა ინტერესები მართვის სასარგებლო კუთხით, ასევე- ისე მართოს გარემო, რომ დაეყრდნოს საუკეთესო ბიზნეს პრაქტიკას და საერთაშორისო სტანდარტებს. სისტემის დახმარებით კომპანიას აქვს შესაძლებლობა მართოს მიწოდების ჯაჭვი და აკონტროლოს მოთხოვნები, ეფექტურად გამოიყენოს შრომითი რესურსები, ოპერატიულად მართოს საჭირო ინფორმაცია, გაანალიზოს შემოსავლები და ხარჯები საშუალებას იძლევა ეფექტურად მართონ მომხმარებლებთან დაკავშირებული პროცესები, გააანალიზონ გაყიდვების მაჩვენებლები და გააკეთონ შესაბამისი დაშვებები. გამომდინარე სხვადასხვა პლატფორმების ფუნქციებიდან, მათი კოლაბორაცია ნებისმიერი პროექტისთვის შესაძლოა ეფექტური იყოს. თუმცა, ციფრული მიღწევებისა და ტრანსფორმაციების გათვალისწინებით, რამდენად ეფექტური და შესაფერისი ინსტრუმენტია მსგავსი ინფორმაციული სისტემების კომბინაცია საშუალო და მცირე საწარმოების წარმატებისა და ხარჯეფექტურობისთვის, შეფასების საგანს წარმოადგენს, რაც ამ ნაშრომშია განხილული.
წყაროები
მარინა ქურდაძე, იზოლდა ყურაშვილი, & ანა ჯიქია. (2023). საინფორმაციო საკომუნიკაციო სისტემების ძირითადი მახასიათებლების ანალიზური ასპექტები პროექტის მართვაში. Business-Engineering, (3-4), 250-253.
მარინა ქურდაძე, ანა ჯიქია, & იზოლდა ყურაშვილი. (2023). პროექტის მენეჯმენტის საკომუნიკაციო პარამეტრების მხარდაჭერის კრიტერიუმები და შეფასების ახალი მიდგომები. Business-Engineering, (3-4), 243-246.
მარინა ქურდაძე, & იზო ყურაშვილი. (2022). ხარჯების ოპტიმიზაციის მექანიზმი და მართვის ეფექტიანობის გაუმჯობესების ინსტრუმენტი. ბიზნეს-ინჟინერინგი, (3-4), 141-143.
ქურდაძე მ., გარდაფხაძე, მ. (2019) ფირმის მომარაგებისა და მარაგების საბაზრო გარემოს მექანიზმები და მახასიათებლები. მეშვიდე საერთაშორისო ეკონომიკურ კონფერენცია - IEC 2019 ,,ეროვნული ეკონომიკის განვითარების მოდელები: გუშინ, დღეს, ხვალ“ ქუთაისი, საქართველო.
რომან სამხარაძე, ლია გაჩეჩილაძე, მირიან ყალაბეგიშვილი, & მარინა ქურდაძე. (2022). ენერგეტიკის სფეროში ექსპერტული სისტემების გამოყენების ანალიზი და მიმართულებები. მართვის ავტომატიზირებული სისტემები, 1(1 (33)), 94-100.