ფირმის მომარაგებისა და მარაგების საბაზრო გარემოს მექანიზმები და მახასიათებლები
ანოტაცია
მომარაგების და მარაგების ორგანიზაციული მართვის სტუქტურების და ფუნქციონირების მექანიზმების თანმიმდევრული ფორმირების პროცესი მოითხოვს სიახლეთა კვლევის, დამუშავების, დანერგვის და მათი რეალიზების ერთიანი-სისტემური მეთოდების გამოყენებას. Fფუნქციონირების მექანიზმში არსებული ან მოსალოდნელი დაბრკოლებები განპირობებულია მასზე მოქმედი მრავალი შიდა თუ გარე ფაქტორით, დიდი მოცულობის საჭირო ინფორმაციის მოძიების და დამუშავების სიძნელით. ამიტომ საჭიროა კვლევის ერთიანი სისტემის გამოყენება, ანუ უნდა არსებობდეს ხედვის ერთიანი არე, რომელშიც მოექცევა მართვის ერთიანი სპექტრი და არა მისი გარკვეული ნაწილები. ამ კონტექსტში ნაშრომში განხილულია ფირმაში მარაგებისა და მომარაგების შემდგომი მართვის სისტემური კვლევა და ანალიზი. სისტემური მიდგომა დაფუძნებულია კვლვის ობიექტის, ამ შემთხვევაში მარაგსა და მომარაგებაზე (ობიექტი, მოვლენა ან პროცესი) სისტემურ ხედვაზე, ანუ მისი მახასიათებლების და მათ შორის არსებული კომუნიკაციური კანონზომიერებების მთლიანობაზე, ინტეგრირებული განხილვის და კვლევის შესაძლებლობაზე. სისტემური მიდგომის გამოყენებით შესაძლებელია კომპლექსურად ყოველმხრივ შევისწვლოთ ფირმაში ამ კუთხით სისტემის ფუნქციონირების პრობლემები, გამოვყოთ პრიორიტეტული ქვესისტემები და მოვახდინოთ მათი ძირითადი ეკონომიკური მახასიათებლების რაციონალური მართვა. ნაშრომში ყურადღება ეთმობა მართვის სტრუქტურის სრულყოფის ერთ-ერთ მიმართულებას. კერძოდ არსებულ მართვაში მარაგებისა და მომარაგების კუთხით ხაზოვან-ფუნქციონალური სტრუქტურის შევსებას მიზნობრიობით, რაც შეიქმნება ფირმის ძალებით, განახორციელებს მიზნობრივ ფუნქციონირებას და შექმნის მათემატიკური მოდელის ბაზურ ვარიანტს.