სატყეო ტაქსაცია
Full PDF

როგორ უნდა ციტირება

ვასაძე რ. (2019). სატყეო ტაქსაცია. სახელმძღვანელო. https://doi.org/10.52340/sg13.09.2024

ანოტაცია

სატყეო ტაქსაციის სახელმძღვანელო შედგენილია სატყეო საქმის სპეციალობის სტუდენტებისთვის, მაგრამ ერთგვარ დახმარებას გაუწევს სატყეო დარგის მუშაკებსაც. წიგნში განხილულია სამამულო და უცხოური მეცნიერების, მეცნიერული ნაშრომები, ტყისშემქმნელი სხვადასხვა მერქნიანი სახეობების ზრდის მსვლელობის ცხრილები, სასორტიმენტო  და სასაქონლო ცხრილების შედგენის მეთოდიკა, სატყეო სატაქსაციო მაჩვენებლები, დახასიათებულია ნაწილის საშუალებით მთელის შესწავლის მეთოდი, ანუ სანიმუშო ფართობებისა და სამოდელო ხეების გამოყენებით მთელი სატყეო  უბნენის შესწავლის მეთოდები. წარმოდგენილი და დახასიათებულია ყველა ის ხელსაწყო-იარაღები, ტექნიკა და მეთოდები, რომლებიც გამოიყენება თანამედროვე სატყეო სატაქსაციო მაჩვენებლების განსაზღვრისას საერთაშორისო ტაქსაციის პრაქტიკაში.

სატყეო ტაქსაცია ქართულ ენაზე პირველად 1935 წელს გამოვიდა, ხოლო შემდეგ  უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისთვის წიგნის სახით 1960 წელს გამოიცა, რომლის ავტორი იყო ცნობილი მეცნიერი, მეტყევე ინჟინერი, და ტაქსატორი ვ. მირზაშვილი. მას შემდეგ თითქმის ექვსი ათეული წელი გავიდა და შესაბამისად ბევრი რამ შეიცვალა სატყეო ტაქსაციის პრაქტიკაში. მექანიკური ტიპის სატყეო-სატაქსაციო ხელსაწყო-იარაღები, ელექტრონულმა და ლაზერული ტიპის ხელსაწყო-იარაღებმა ჩაანაცვლა, დაინერგა მრავალი თეორიული და პრაქტიკული სიახლე, რამაც გამოიწვია სახელმძღვანელოში მთელი რიგი ცვლილებებისა და დამატებების შეტანა.

არსებულმა მდგომარეობამ,  გადამაწყვეტინა ქართულენოვანი  და  თანამედროვე უცხოური სატყეო ტაქსაციის სახელმძღვანელოების და, ამასთან, ჩემი 30 წლის კვლევის მასალების გამოყენებით გამომეცა ახალი სატყეო ტაქსაციის სახელმძღვანელო ვ. მირზაშვილისა და ნ. ანუჩინის სატყეო ტაქსაციის საფუძველზე.

ბუნებრივია, რამოდენიმე ათეული წლის შემდეგ ჩემს მიერ შედგენილი სახელმძღვანელოც მოძველებულად ჩაითვლება სატყეო ტაქსაციის მეცნიერებაში და საჭირო იქნება განახლებული რედაქციით გამოცემა. ეს ბუნებრივიცაა, რადგანაც იცვლება სატყეო სატაქსაციო მაჩვენებლების განსაზღვრის მეთოდები, წესები და ხელსაწო-იარაღები.

ჩემს მისიას შესრულებულად ჩათვლი თუ ეს სახელმძღვანელო მთლიანად დააკმაყოფილებს აგრარული მიმართულების სატყეო საქმის სტუდენტებს, სატყეო საქმის წარმოებში დასაქმებულ პირთა ინტერესებს  საჭირო  ცოდნის მიღებაში.

ამასთანავე ვაცნობიერებ, რომ  წინამდებარე სახელმძღვანელოც  არ იქნება დაზღვეული გარკვეული ხარვეზებისა და შეცდომებისაგან. ამიტომ ყოველგვარ საქმიან შენიშვნას  მადლიერებით მივიღებ  ამ სახელმძღვანელოს არა მარტო შინაარსთან დაკავშირებით, არამედ გაფორმების მხრივაც.

Full PDF

წყაროები

გ. გიგაური ,,ტყეთმოწყობის პრაქტიკუმი“ თბილისი, 1963;

გ. გიგაური - ,,საქართველოს ტყეებში მეურნეობის გაძღოლის საფუძვლები“, თბილისი, 1980;

გ. გიგაური - ტყეთმოწყობა, თბილისი, 2004;

გ. გიგაური - საქართველოს ტყის ბიოლოგიური მრავალფეროვნება“, თბილისი, 2000;

ვ. გულისაშვილი- ,,ზოგადი მეტყევეობა“, ნაწ. I, 1974, ნაწ. II, 1975, თბილისი;

ვ. გულისაშვილი-,,საქართველოს ბუნება და ბუნებრივი ზონები“, თბილისი,1977;

ტყის ჭრის წესები საქართველოს ტყეებში, თბილისი-2000;

ერაძე გ., ხის ქერქისტაქსაციის საკითხისათვის, საქ.სს ინსტიტუტის სტუდენტთა შრ., 6-7 ტომი, თბილისი, 1957;

რ. ვასაძე, ა. შაინიძე - წიწვოვნებისა და წიფლის მოზარდის ზრდის პროცესი ზემო აჭარაში. ,,მეცნიერება და ტექნოლოგიები” საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ყოველთვიური სამეცნიერო რეფერირებული ჟურნალი. №4-6, თბილისი. გვ. 150-151.

რ.ვასაძე, მ. სვანიძე - მთიანი აჭარის წიფლნარების ტიპოლოგიური კლასიფიკაცია. ვ. გულისაშვილის სახ. სამთო მეტყევეობის ინსტიტუტი სამეცნიერო შრომათა კრებული. ტომი XXIX, თბილისი, მეცნიერება”,-2003. გვ. 37-41

რ. ვასაძე-აჭარის ნაძვნარ-სოჭნარების სანიტარული მდგომარეობა. საქართველოს სახელმწიფო სასოფლო სამეურნეო უნივერსიტეტი. ტომი I, №2(43) თბილისი-2008,გვ.63-65.

რ. ვასაძე, ა. შაინიძე, ნ. მამულაძე – აღმოსავლეთის ნაძვის და კავკასიური სოჭის ფესვთა სისტემის ფორმირების თავისებურებანი. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია კოლხა -2010. ბათუმი. გვ.250-254.

ნ. მარგველაშვილი ტყეთმოწყობა, ნაწ. I. თბილისი 1959;

ნ. მარგველაშვილი ტყეთმოწყობა, თბილისი 1975;

მარგველაშვილი ნ., ბონიტეტის ცხრილების შევსების ცდა, ტექნ.ინფორმაცია, თბილისი, 1955;

მარგველაშვილი ნ., აღმ. საქართველოს წიფლნარების ზრდის მსვლელობის საკითხისათვის, თბილისი, 1954;

მეტრეველი პ., გიგაური ნ. საქართველოს ნაძვის კორომების აღნაგობის საკითხისათვის, საქ. სს ინსტ. შრ., თბილისი, 1959;

ნ. მირზაშვილი სატყეო ტაქსაცია, თბილისი, 1960;

მირზაშვილი ვ., ახალგაზრდა ფიჭვნარების წარმოშობის საკითხისათვის, საქ. მეც. აკ. შრ., ტომი III, 1949;

მირზაშვილი ვ., ჩვენებური სოჭის ზოგიერთი ბიოლოგიური თავისებურების შესახებ, თბ. სახ. უნ, შრ., 1959;

მირზაშვილი ვ., კორომის მარაგის განსაზღვრის საკითხისათვის, საქ. სს ინსტ. შრ. ტ. 12, 1949;

მირზაშვილი ვ., ხის სამეურნეო ხნოვანების გამარტივებული განსაზღვრა, ,,ტექნ. ინფ.“, თბილისი, 1952;

მირზაშვილი ვ., ყუფარაძე გ., სატყეო სატაქსაციო ცნობარი, თბილისი, 1955;

მირზაშვილი ვ., წიფლის ბუნებრივი განახლება ჭრებთან დაკავშირებით, საქ. მეცნ. აკ.სატყეო ინსტ. შრ., ტ. 2, 1949;

ორლოვი მ., სატყეო ტაქსაცია, თბილისი,1933-34;

თ. ურუშაძე ,,აგროეკოლოგია“, თბილისი, 2001;

ქურდიანი ს., მორების საზომი ტაბულა. თბილისი, 1929;

ყიფიანი გ., წიფლისა და რცხილის ამონაყრის ღეროების ქერქის ტაქსაციის საკითხისათვის, საქ..სს ინსტ. შრ. ტ. 1. 1940;

ცანავა ნ., მდგომარე ხის სიმაღლისა და დიამეტრის ფოტოგრაფიული მეთოდით განსაზღვრა, საქ. სს ინსტ. სტუდენტთა შრ. ტ. III, 1951;

საქართველოს მთავრობის დადგენილება №242, 2010 წლის 20 აგვისტო, ქ. თბილისი. ,,ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“;

საქართველოს მთავრობის დადგენილება №241, 2010 წლის 13 აგვისტო, ქ. თბილისი. ,,ტყისმოვლისა და აღდგენის წესის შესახებ“;

საქართველოს მთავრობის დადგენილება №54, 2014 წლის 14 იანვარი ქ. თბილისი. ,,გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკა“ დამტკიცების შესახებ.