ანოტაცია
თანამედროვე ციფრულმა კომუნიკაციამ მნიშვნელოვნად შეცვალა ურთიერთობის სტრუქტურა და სოციალური დინამიკა. ინტერნეტი და სოციალური მედია გახდა არა მხოლოდ ინფორმაციის გაცვლის, არამედ სოციალური ზეწოლისა და აგრესიის პლატფორმა. აღნიშნული სტატიის მიზანია ციფრული აგრესიის დისკურსის ანალიზი და პრევენციული მიდგომების განსაზღვრა საგანმანათლებლო კონტექსტში. კვლევა განხორციელდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებში (n=60; ასაკი 18–25 წელი) და აჩვენა, რომ ციფრული ბულინგი ახალგაზრდებში აღიქმება როგორც მტკივნეული მოვლენა. შედეგები ხაზს უსვამს განათლების სისტემის როლს ციფრული ეთიკის სწავლების განვითარებაში და უნივერსიტეტებში პრევენციული მექანიზმების დანერგვის აუცილებლობას.
წყაროები
Barassi, V. (2020). Activism on the web: Everyday struggles against digital capitalism. Routledge.
Döring, N. (2023). Mediated aggression and empathy in digital communication. Springer.
Goffman, E. (2019). The presentation of self in digital life. Princeton University Press.
Leurs, K. (2022). Digital migration studies: Power, agency and representation. Polity Press.
Miller, D. (2024). Understanding digital culture (2nd ed.). Sage Publications.
Turkle, S. (2021). The empathy diaries: A memoir. Penguin Press.