მედიის მომავალი: პროგნოზები, სარგებელი და პრეფერენციები
pdf

საკვანძო სიტყვები

ახალი მედია
საზოგადოება
კომუნიკაციები
ციფრული შესაძლებლობები

როგორ უნდა ციტირება

გაბინაშვილი ი. (2026). მედიის მომავალი: პროგნოზები, სარგებელი და პრეფერენციები. საერთაშორისო სამეცნიერო - პრაქტიკული კონფერენცია „თანამედროვე გამოწვევები და მიღწევები ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში" შრომები, 4, 257-265. https://papers.4science.ge/index.php/mcaaict/article/view/417

ანოტაცია

წარმოდგენილი ნაშრომი აანალიზებს მედიის განვითარების დინამიკას ციფრულ ეპოქაში და ფოკუსირებულია მის პროგნოზირებად ევოლუციაზე, სარგებელსა და მომხმარებელთა ცვალებად პრეფერენციებზე. კვლევა გამოკვეთს ისეთი მოწინავე ტექნოლოგიების, როგო­რებიცაა ხელოვნური ინტელექტი (AI), ვირტუალური და გაფართოებული რეალობა (VR/AR) და ასევე, სოციალური მედიის პლატფორმების როლს თანამედროვე მედიაში. ნაშრომში, მედიათეორეტიკოსების და მკვლევრების მოსაზრებებზე დაყრდნობით სტრუქტუ­რულად გაანალიზებულია მედიის კონტენტის წარმოების, მოხმარებისა და გავრცელების ტრანსფორ­მაცია, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ალგორითმებზე დაფუძნებული პლატფორ­მები შეუქცევად გავლენას ახდენს ინფორმაციის მიღებისა და გაზიარების კულტურაზე.

თეორიულ საფუძვლად გამოყენებულია მედიისა და კომუნიკაციის კლასიკური მოდე­ლები და თანამედროვე მიდგომები, მათ შორის, ჰაროლდ ლასუელის, უოლტერ ლიპმანის, ჯინ ფისკეს, მარშალ მაკლუენისა და ჰენრი ჯენკინსის ნაშრომები, რომელთა საფუძველზეც შეფასებულია მედიის ევოლუციის პროცესი და მისგან მომდინარე ტენდენციების მიმართუ­ლებები. ძირითადი თემები მოიცავს ციფრული მედიის დომინაციას, პერსონალიზებული და პლატფორმებზე მორგებული კონტენტის გაძლიერებას, აგრეთვე, იმ ეთიკურ გამოწვევებს, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება დეზინფორმაციის საფრთხეებს და მონაცემების ალგორითმულ ჩარჩოებში მოქცევას.

დასკვნით ნაწილში ნაშრომი ასახავს იმ გარდაუვალ დათქმებს, რომლებიც როგორც მედიის მომხმარებლებისთვის, ასევე მწარმოებლებისთვის უნდა გახდეს  მედიაპოლიტიკის წარმოების ერთიანი მიდგომის შემუშავების საფუძველი, ცხადია, გარკვეული კრიტერიუმების შემუშავების ფორმატში; ტექნოლოგიური ადაპტაციის უნარი და მაღალი ეთიკური სტანდარ­ტების დაცვისთვის კონსოლიდირება კი  ცვალებადი მედია გარემოს პირობებში, სანდოობაზე, გამჭვირვალობასა და იმ უმნიშვნელოვანეს შეთანხმებაზე იქნება დამოკი­დებული, თუ რამდენად შეძლებს მედია ინოვაციური ტექნოლოგიური ინსტრუმენტების მეშვეობით წარსდ­გეს ახალი, უნივერსალური საინფორმაციო სამყაროს გამოწვევების წინაშე.

pdf

წყაროები

დარჩილაშვილი, დ. 2025; AI და ეთიკა ქართულ ჟურნალისტიკაში;

ესი, ს. 2020; ციფრული მედიის ეთიკა (მე-2 გამოცემა), Polity Press;

თამბინი, დ (Tambini,2021) მედიის თავისუფლება და რეგულაცია ციფრულ ეპოქაში. Oxford University Press;

კასტელსი, მ. (Castells, M.). (2009) კომუნიკაციის ძალა. Oxford University Press;

მაკლუენი, მ. (McLuhan, M.). (1964) მედიის გაგება: ადამიანის გაფართოებები. MIT Press;

პარიზერი, ე. (Pariser, E.). (2011) ფილტრის ბუშტი: რას გვიმალავს ინტერნეტი. Penguin Press;

ჯენკინსი, ჰ. (Jenkins, H.). (2006) კონვერგენციული კულტურა: ძველი და ახალი მედიის შეჯახება. NYU Press;

ჰელსი, დ., & სინგალი, ა. (Helsey, D., & Singhal, A.) (2007). ახალი მედია სოციალური ცვლილებისთვის. კრებულში: Communication for Development and Social Change.