ანოტაცია
ნაშრომში განხილული და დახასიათებულია კომპიუტერული სტეგანოგრაფია - როგორც ინფორმაციის დაცვის კრეატიული და ერთერთი პერსპექტიული კომპონენტი თანამედროვე ციფრულ ეპოქაში. ნაშრომში აღწერილია სტეგანოგრაფიის არსი, წარმოდგენილია მისი ზოგადი დახასიათება და მოყვანილია ძირითადი ცნებები. ნაშრომი მოიცავს კომპიუტერული სტეგანოგრაფიის მეთოდების დეტალურ კლასიფიკაციასა და ანალიზს, მათ შორის ციფრული სტეგანოგრაფიის LSB, DCT და Spread Spectrum ტექნოლოგიების შედარებას. პრაქტიკულ ნაწილში წარმოდგენილია პროგრამული აპლიკაცია „BSU_Stegano_v.1“, რომელიც ვიზუალურად აჩვენებს სტეგანოგრაფიული მეთოდების მუშაობის პრინციპებს. ნაშრომი მიზნად ისახავს სტეგანოგრაფიის პერსპექტივების გააზრებას, როგორც ლეგიტიმური გამოყენების, ისე კიბერუსაფრთხოების გამოწვევების კონტექსტში, რაც ხელს უწყობს მონაცემთა უსაფრთხოების პრაქტიკის გაუმჯობესებას.
წყაროები
Hassaballah, M., & Ali, A. A. (2020). Digital Media Steganography: Principles, Algorithms, and Advances. Academic Press
Wayner, P. (2008). Disappearing Cryptography: Information Hiding: Steganography and Watermarking (3rd ed.). Publisher Morgan Kaufmann
Fridrich, J. (2009). Steganography in Digital Media: Principles, Algorithms, and Applications. Cambridge University Press.
Zhang, X., & Wang, S. (2006). Efficient Steganographic Embedding by Exploiting Modification Direction. IEEE Communications Letters, 10(11), 781-783
Holub, V., & Fridrich, J. (2012). Designing Steganographic Distortion Using Directional Filters. IEEE Workshop on Information Forensics and Security (WIFS), 234-239
Luo, W., Huang, F., & Huang, J. (2010). Edge Adaptive Image Steganography Based on LSB Matching Revisited. IEEE Transactions on Information Forensics and Security, 5(2), 201-214.
Subramanian, N., Elharrouss, O., Al-Maadeed, S., & Bouridane, A. (2021). Image Steganography: A Review of the Recent Advances. IEEE Access, 9, 23409-23423.