ანოტაცია
საქართველოში საბაზრო ურთიერთობების დამკვიდრების საწყისი ეტაპიდანვე ეკონომიკასა და სოციალურ სფეროში მიმდინარე ნეგატიური პროცესებით განპირობებულმა უმუშევრობის სწრაფი ტემპებით (ზრდამ და, შესაბამისად, შემოსავლების მკვეთრად შემცირებამ, მოსახლეობის დიდი ნაწილი აიძულა გამოეძებნა დასაქმების ალტერნატიული გზები. იმის გამო, რომ სხვა გამოსავალი ვერაფერი იპოვა, მოსახლეობის ერთმა ნაწილმა შიმშილით სიკვდილისაგან თავის დაღწევის მიზნით, თვითნებურად, ქუჩაში ვაჭრობა დაიწყო, რაც, მცირე შემოსავლების მიღების წყარო გახდა.
თავიდან გარე მოვაჭრეებმა ყოფილი საკოლმეურნეო ბაზრების მიმდებარე ტერიტორიები დაიკავეს, შემდეგ კი ქალაქის ქუჩებშიც გამოჩნდნენ. ამჟამად, მიუხედავად აკრძალვისა, უკანონო (სტიქიური, თვითნებური) გარე ვაჭრობა თბილისისათვის (ასევე ქვეყნის სხვა ქალაქებისა თუ რაიონული ცენტრებისათვის) სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, რომელიც დროულად უნდა გადაიჭრას. ამისათვის აუცილებელია მისი სისტემური შესწავლა და კომპლექსური ღონისძიებების გატარება. ამ მხრივ საინტერესოა ცივილიზებული ქვეყნების გამოცდილება, რომელიც კანონიერი გარე ვაჭრობის ორგანიზების საინტერესო ფორმებს გვთავაზობს. ქალაქ თბილისის ხელისუფლებამ (მერიამ, საკრებულომ) უნდა სრულყოს შესაბამისი კანონმდებლობა, უკანონო გარე მოვაჭრეთა დასაბუთებული მოსაზრებების გათვალისწინებით გამონახოს მათი ალტერნატიული დასაქმების შესაძლებლობები, გზები და საშუალებები.
წყაროები
საქართველოს ორგანული კანონი, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, ქუთაისი, 5 თებერვალი 2014 წ., 1958-II-ს.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, თბილისი, 1984 წლის დეკემბერი (11.10.2011 წ. №5097 ცვლილება).
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №20-89, 2014 წლის 30 დეკემბერი.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №71, 2015 წლის 30 იანვარი(ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის წესისა და გარე ვაჭრობის უფლების საფასურის დადგენის შესახებ. დანართი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის წესის შესახებ).
თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს დადგენილება №8, 2011 წლის 10 თებერვალი(თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების წესების დადგენის შესახებ).